მეორე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა” მთავარ პარტიას შეასრულებს.
საბალეტო ფესტივალი ივნისში გაიხსნება.
ნინო ანანიაშვილს პარტნიორობას მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი გაუწევს.
გომესი ქართველი პრიმა-ბალერინას მოწვევით თბილისში სპეციალურად ჩამოვა.