ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ნიკა გვარამია: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა

ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ, – წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია.

„საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო.

ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ „მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას!

გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და სანდო ადმინისტრაციით და მაღალი საერთაშორისო ჩართულობით და ასეთი არჩევნები იქნება აუცილებლად და იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ბევრად მკაცრი საერთაშორისო სანქციები, ეჭვგარეშეა, იქნება და, კვლავ იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ივანიშვილი დამარცხებულია, რეჟიმი ჩამოშლილია და ამის სამართლებრივად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რაც ჩვენგან გამძლეობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს.

ჩემი შეფასებით (რაც შემიძლია საკანში გავიგო ადვოკატების მეშვეობით) ყველაფერი, კვლავ იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ერთადერთი, რისი იმედიც, ქოცებს დარჩათ, ე.წ. ახალი წლებია, როცა საქართველო, ტრადიციულად, 2 კვირით იძინებს.

ჩავხედოთ რეალობას თვალებში – ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, თუ გადავლახეთ, სამშობლოს სამშვიდობოს გავიყვანთ და მივალთ, სადაც ათწლეულია,

მივდივართ – ევროპაში!

და ბოლოს: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა, კვლავ, უფრო მალე, ვიდრე გვგონია.

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!“, – წერს ნიკა გვარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შრი-ლანკის ცნობით, ირანულ სამხედრო ხომალდზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად 80 მეზღვაური დაიღუპა

შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო ხომალდის, IRIS Dena-ს ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.შრი-ლანკის საზღვაო ძალების ცნობით, ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე, სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა.აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული გემი ჩაძირა.

ირანი თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა პლასტიკის ბოთლებში განთავსებული 9 ლიტრამდე ,,კეტამინის“ შემცველი სითხე.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს – „საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს.„ირანის რეჟიმის მობილური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განადგურებისთვის ძალისხმევა გრძელდება. ჩვენ ამ საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომის დაწყება მარტივია, დასრულებაა – რთული, რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას- ირანის ელჩი ალი მოჯანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება

„დაუმთავრებელი ომები იმ წუთიდან იწყება, როცა წარმოუდგენიათ, რომ ისინი მხოლოდ ორ დღეს ან ოთხ კვირას გასტანს“.ისტორიამ მრავალგზის დაგვანახა ეს შეცდომა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს გახლავთ: თუკი გუშინ ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი აგიზგიზდა, რა მოხდება ხვალ? შესაძლოა ამ ომის ხანძარი მისწვდეს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ჩრდილოეთ აფრიკას ან უფრო შორეულ რეგიონებს? ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ეს რეგიონები მოკლე დროში დაცარიელდეს სამხედროების, ხალხისა და ტურისტებისგან? გასული ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომის დაწყება იოლია, მაგრამ მისი დასრულება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. ეს არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო საკითხი. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამერიკელი ხალხის ინტერესებს, მსოფლიოს ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადაზიდვასა და მსოფლიოს არაერთი რეგიონის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეებისა და ტურისტების ატლანტის ოკეანის გადაღმა ტრანსპორტირება შესაძლებელია, რას იზამს ისრაელი ამ რეგიონების მოსახლეობასთან? წაიყვანს თუ არა მათ სახლში, რათა თავშესაფრებში ირანულ რაკეტებს დაელოდონ? გაოცებული ვარ, რეგიონში მყოფი ისრაელელი დიპლომატები რატომ არ იძლევიან საკუთარ საკონტაქტო ნომრებს? ნუთუ ომის გეოგრაფიის გაფართოების შიშით თვითონ ადრევე დატოვეს ეს რეგიონები? რას ნიშნავს მათი სიჩუმე? საიდან მოხვდნენ ხალხში? სიმართლეს მომავალი დღეები გამოავლენს. ისტორიის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სწორედ ესაა: ნებისმიერი ომის დაწყებამდე, მის დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

ბოლო სიახლეები