პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

ნათია თურნავა: წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ეტაპობრივად აღდგება

დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას.

„8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს.

„ჩვენ მოსახლეობას ავარიდეთ გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები.ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება.გიორგის დასახმარებლად საჭიროა 64,000 აშშ დოლარის შეგროვება, რისთვისაც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.მიმღები: ნინო ბარაბაძე (დედა)„საქართველოს ბანკი“: GE55BG0000000611323211„თიბისი“ ბანკი: GE11TB7309545063300011PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

გია ვოლსკი – დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა, ვინ უნდა განაგებდეს ამ ტერიტორიას

დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება.

ბოლო სიახლეები