მცხეთაში,ქართული ოცნების დელეგატები მცხეთის რაიონის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოზიციაზე მცხეთის არჩეული მერის, გიორგი კაპანაძის კანდიდატურაა წარდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, არჩევის შემდეგ, კაპანაძე მერი და მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პარალელურად იქნება.
ღონისძიებას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.