ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს უფრო დაფასებულია, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ შორეულ ნაოსნობასა და ჩვენს გვერდით მყოფ მეზღვაურებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უნიკალურ გეორგაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ნაოსნობაში ქვეყნის გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენს ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს. ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი,“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს – ამჟამად საქართველოში 19000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.

„მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო.

მიმართვის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს –...

2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს, „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით, დისტანციურად უსმენენ.კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გახარიას შეახსენა, რომ მისი ქმედებების შედეგი ნათელია, ვინაიდან, ქვეყანას მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინა.მისივე განცხადებით, გამოჩნდა, რომ გახარია „გაგნებაში არ არის“, რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი, რაც მას, როგორც შს მინისტრს, უნდა სცოდნოდა.„მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ როცა გატყობინებთ, კომისიაზე მოდიო და ბილეთს ყიდულობ და გარბიხარ, დაასრულეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, როცა აგერ არის შედეგი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინეთ ქვეყანას. ასე რომ, ვის რისი ეშინია, გამოჩნდა და საზოგადოება ხედავს.მე, როგორც იურისტმა, უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, ჟარგონზე რომ ვთქვა, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს – ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!

მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ იჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას, როცა ის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა.მან თეა წულუკიანს სთხოვა, რომ მისთვის საკითხზე საუბრის დასრულება ეცლია და არ გაეწყვეტინებინა.„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს, იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ და დამსმენად აქციეთ. საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, ამას ადასტურებს სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM -ის 2019 წლის პრესსრელიზი. ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ, იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.მას კომისიის წევრებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს იმ მიზეზით, რომ ყოფილი შს მინისტრისთვის კითხვები უნდა დაესვათ.„ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ!“- მიმართა გახარიამ წულუკიანს, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტდა, რას ჩაიწერდა და რას არა.„მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ ჩემი საქმეა. მომისმინეთ, კითხვას ვსვამ, აქ მე მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ ისხდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, ჩემგან განსხვავებით. „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია ეს ვალდებულება. ვალდებულება რომ არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა, რომ „მოთმინების ლიმიტი არც მას აქვს“.„მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს, გთხოვეთ, რომ დამასრულებინეთ. არ მაქვს ვალდებულება. ნუ ღელავთ თან, დამშვიდდით!“- განაცხადა გახარიამ. მის ამ განცხადებას კი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასასამშვიდებელი თავად გახარიაა.„დასამშვიდებელი ვინაა და გაქცეული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად ჩანს“,- მიმართა შარმანაშვილმა გახარიას.თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა, რომ „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!“აქვე, ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც.„მიიღებთ, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე“,- აღნიშნა წულუკიანმა.

იაპონიაში მეგამიწისძვრას ელოდებიან, რომელსაც შესაძლოა 300 000 ადამიანი შეეწიროს – სამთავრობო კომისიის დასკვნით მიწისძვრის ალბათობა 82%-ია

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლო "მეგამიძვრის" შედეგების შესაბსუბუქებლად ბევრად უკეთ უნდა მოემზადონ, რათა დაღუპულთა რიცხვი 300 000-მდე შემცირდეს. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მიწისძვრების პროგნოზირება უკიდურესად რთულია, თუმცა იანვარში, იაპონიის სამთავრობო კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც ნანკაის ღარში მომდევნო 30 წლის განმავლობაში ძლიერი ბიძგების ალბათობა 75-82 პროცენტია.მარტში მთავრობამ ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ასეთ მეგამიწისძვრას და მის შემდგომ ცუნამს შეუძლია 298 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და 2 ტრილიონ დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს.2014 წელს, კატასტროფების მართვის ცენტრალურმა საბჭომ გამოსცა მზადყოფნის გეგმა, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ზომებს, რომლებიც სიკვდილიანობას 80 პროცენტით შეამცირებდა. თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები ახლა მხოლოდ 20 პროცენტით შეამცირებს მსხვერპლთა რაოდენობას.სამშაბათს გამოქვეყნდა მზადყოფნის განახლებული გეგმა, სადაც რეკომენდირებულია ძალისხმევის დაჩქარება, მათ შორის, სანაპიროების გამაგრება და საევაკუაციო შენობების მშენებლობა, ასევე უფრო რეგულარული წვრთნები მოსახლეობის მზადყოფნის გაზრდის მიზნით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის (ორესტ ბერეზოვსკის). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ 2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერეზოვსკის აქვს კავშირი მოსკოვის საპატრიაქროსთან და გამიზნულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბური ინტერვენციის მიუხედავად, ბერეზოვსკი ფაქტობრივად განაგრძობს რუსეთის ეკლესიის და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მხარდაჭერას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქმა „დალოცა რუსეთის ჯარების შეიარაღებული აგრესია და ატარებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ წაქეზებისა და გამართლების პროპაგანდისტულ  პოლიტიკას“.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა...

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა, რომელიც ამ წუთებში კომისიას დისტანციურად ერთვება.წულუკიანმა გახარიას, რომელიც სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე უნდა გამოიკითხოს, პირველ რიგში კითხვა სწორედ ქვეყნიდან მის გასვლაზე დაუსვა.„ბატონო გიორგი, ჩვენ საკმაოდ ადრე შეგატყობინეთ იმის თაობაზე, რომ გვსურდა თქვენთან ამ დარბაზში გასაუბრება ისე, რომ თქვენ, როგორც პირველ შემთხვევაში, ფიზიკურად გამოცხადებულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეიძინეთ ბილეთი და გაფრინდით, რატომ?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას.თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა:„იმიტომ, რომ დაგეგმილი მქონდა. მე, როდესაც ჩამბარდა ეს თქვენი მოწვევა, უკვე ბილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად, დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, - განმარტა გახარიამ.წულუკიანი გახარიას ამ განმარტებას არ დაეთანხმა და როგორც აღნიშნა, კომისიამ გახარიას 11 ივნისს გაუგზავნა ცნობა იმის შესახებ, რომ კომისიაზე ხელმეორედ იყო მიწვეული, ბილეთი კი 13 ივნისს არის შეძენილი.„რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?“ -ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.„კომისიის კვლევის საგანი გახდა, მე ბილეთი როდის ავიღე?“ ასევე კითხვით უპასუხა გახარიამ წულუკიანს.„დაგეგმილი გქონდათ და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის“, - უპასუხა წულუკიანმა.გახარიამ წულუკიანის ამ განმარტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ წულუკიანი იტყუება, რაზეც თავად წულუკიანმა ასე უპასუხა:„ვინც არის მატყუარა, ეს კარგად გამოჩნდა წინა სხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოგზავნეთ, აგერ არის - „one way ticket“. ჰო, ეს „one way ticket“-ი კარგია, მოწმობს იმას, რომ 13 რიცხვში, სამის ნახევარზე ბილეთის ერთი, იქეთ გზა გაქვთ ნაყიდი“, - აღნიშნა წულუკიანმა.გახარიამ საპასუხოდ წულუკიანს უთხრა, მაშინ აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გადაგზავნონ.„მოდით, დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორემ ეპითეტები თქვენზე ცოტა მეტი ვიცი. ლექსიკასაც მგონია მეტს მოვძებნი, დახასიათებებისთვის... მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით,“ - უპასუხა წულუკიანმა გახარიას.

ბოლო სიახლეები