პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

მიხეილ სარჯველაძე – ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს, რათა ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კომენტარი სთხოვეს ავსტრიის კანცლერის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ.

„მთელი მსოფლიო ძალიან მაღალი დონის ავტორიტეტული წყაროებიდან ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს. საფინანსო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა, გუშინ ავსტრიის კანცლერმა გააკეთა განცხადება. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, როცა ამ ქვეყანას ექნება პრობლემები, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით. ამიტომ ისინი არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ეს არის ამ ქვეყნის ინტერესების მტრობა მაშინ, როცა არავის მიზეზი არ აქვს, რომ ქვეყანას სანქციების გვერდით ავლა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან – ახალაიას მეუღლე

ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილით შესული იყო ადვოკატი, რომელიც დაკავებულს შეხვდა.სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.რაც შეეხება ანა ნადარეიშვილს, ის გათავისუფლებულია. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც, რაიმე ფორმით, დანაშაულში."მინდა, რომ შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ.ძალიან დიდი ხანია, ორგანიზატორად ასახელებენ. არ შეიძლება, რაიმე მტკიცებულება არსებობდეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ეგეთი მტკიცებულება.ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა ჩვენ არცერთს არ უარგვიყვია. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს... ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ ისევ პოლონეთში, უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ირაკლი კობახიძე – მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა, თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას...

ზუსტად ორი წლის წინ შედგა ჩვენი პარტიის ყრილობა, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებლის რანგში და მან ერთ-ერთი მთავარი განცხადება ამ ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ისაუბრა კორუფციის რისკებზე და იმაზე, რომ აქ საჭირო იყო ჩარევა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად დავკავდით ამ საკითხით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.მისივე თქმით, გარკვეული ტენდენციები ამ მიმართულებით 2022 წლის ბოლოდან უკვე იყო და მიმდინარე გამოძიების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს გაღრმავდა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დრო დასჭირდა, მათ შორის იმის გამო, რომ რთული პოლიტიკური ვითარება იყო.„ბევრ საკითხს სჭირდებოდა ჩაღრმავება, გამოძიება, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გავედით შედეგზე. რაც შეეხება წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ბუნებრივია, ამის ბოლომდე გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს და ხვალ აღმოვფხვრათ ასეთი პრაქტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული მექანიზმები. პირველ რიგში ვახსენებ მაგალითად გამჭვირვალობის თემას. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, უკვე თითქმის ორი წელია, 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს მთავრობის აქტებში და თუ ვინმე რაიმე კორუფციის ნიშანს აღმოაჩენს მთავრობის აქტებში, ნებისმიერს შეუძლია, მოგვმართოს კითხვებით. გარდა ამისა, ჩვენ გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის სფეროში, სადაც გამოვლინდა არაერთ ხარვეზი და დღეს პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე. მათ შორის, ჩენ შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც განვავითარეთ, რომ აბსოლუტურად ღიად წარიმართოს ყველა შესაბამისი პროცედურა. თუ ვინმე აღმოაჩენს კორუფციის რაიმე ნიშანს შესყიდვებში, ტენდერებში, განხორციელებულ პროექტებში ხარისხის კუთხით, ხარჯთეფექტიანობის კუთხით, ნებისმიერს შეუძლია, დასვას კითხვები და ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სრულად ვიზრუნებთ ჩვენ როგორც ხარჯთეფექტიანობის, ისე ხარისხის უზრუნველყოფაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის ერთ-ერთი პოტენციური წყარო იყო პრივატიზაცია, რასთან დაკავშირებითაც მიდგომები ასევე შეიცვალა.„მთლიანად ჩავკეტეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, ნებისმიერი შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე და აბსოლუტურად ღია პროცედურით ხდება შესაბამისი ობიექტების შესყიდვა, რაც მთლიანად გამორიცხავს კორუფციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება ნეპოტიზმს, იყო ფიქტიური გაფორმებების პრაქტიკა, ხშირად ამას ჰქონდა თუნდაც სოციალური საფუძველი და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე აქტიურად მუშაობა და იგივე სახელმწიფო საწარმოებში და ასევე სამინისტროებში მთლიანად აღვკვეთეთ ეს პრაქტიკა. მაგალითად, მარტო რკინიგზაში და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურ ჭრილში უკვე დაიზოგა დაახლოებით 60 მილიონი ლარი. რამხელა შეღავათია ეს სახელმწიფოსთვის, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. ბუნებრივია, ეს თანხები ჩაბრუნდება ისევ რკინიგზის, ენერგეტიკის სექტორის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს. წარმოადგინონ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დღეიდან, ხვალიდან და მზად ვართ პასუხების გაცემისთვის და რაც მთავარია, რეაგირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის

როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ორპოლუსიანი სისტემა, ახალ ძალებს, ჯანსაღ, პოტენციურ ძალებს არ აქვთ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება.„ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს არა მარტო საშუალება არ აქვთ, არამედ სურვილიც არ აქვთ, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში. როდესაც სიძულვილის ხარისხი, ზიზღის ხარისხი ასეთი მაღალია პოლიტიკაში, ასეთ ადამიანებს არ უნდათ, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ. როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური ძალებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული

მშვიდობის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა – ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ბოლო სიახლეები