შაბათი, ნოემბერი 9, 2024

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა მე არ დავიკარგები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაბრუნდება. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მას ნიდერლანდებში ბინადრობის მოწმობა აქვს და ის ხშირად მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში.

„მე ვმოგზაურობ ევროპაში – მუდამ გადავაადგილდები ბრიუსელს, მიუნხენს, ამსტერდამს ვარშავასა და ტერნეზენს შორის, ეს ჩემი ცოლის ქალაქია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთ ადგილზე მშვიდი ევროპული ცხოვრება მისთვის მოსაწყენია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან გაძევების შემდეგ ის ვარშავაში მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა.

„როდესაც პოლონეთში ჩავედი, პოლონელებმა ფორმალურად მკითხეს: ხომ არ ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარას. ჩემი პასუხი იყო – არა. მე პოლონეთის ტერიტორიაზე 15 დღით დარჩენა შემეძლო, თუმცა მე ეგრევე გადავედი ჰოლანდიაში და იქ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მივიღე, რომელიც მე ევროკავშირში გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, ვინაიდან მისი მეუღლე ჰოლანდიელია, მას ნიდერლანდებში ოფიციალური სტატუსის მიღება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე შეუძლია.

„მე არსად არ მინდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. მე აქ ვიმყოფები ლეგალურად, როგორც მოქალაქის ოჯახის წევრი. ჩამოსვლისთანავე, ნახევარ საათში მე ბინადრობის მოწმობა გადმომცეს. ეს მე მაძლევს უფლებას, მაგალითად, გავხსნა ანგარიში ბანკში, რადგან მე არც ერთი საბანკო ანგარიში არ დამრჩა. მე შემიძლია გადაადგილება, შემიძლია მქონდეს ლეგალური სამსახური. მაგალითად, უკვე მაქვს ლექციების წაკითხვისა და ფულის გამომუშავების შეთავაზებები“, -აღნიშნა სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინაში წელსვე დაბრუნდება.

„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში. არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდ ხანს გაძლებენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტერიკაშია, დიდ ხანს გაძლება არ შეუძლიათ, უკრაინული ხასიათის, უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ცვლილებებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამას გარდა, ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი დროის ნახევარს – ნიდერლანდებში, ნახევარს კი საქართველოში ატარებს.

ჟურნალისტი პოლიტიკოსის შემოსავლითაც დაინტერესდა.

„მე მაქვს რამდენიმე ათასი დოლარი. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისი იქნება. შემდეგ კი მე არ დავიკარგები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის პარტიის შემოსავალზე დამოკიდებული არ იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ პირს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა.  ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე. იუსტიციის დეპარტამენტმა 51 წლის ირანის მოქალაქის, ფარჰად შაკერის წინააღმდეგ ბრალდება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას დავალებული ჰქონდა ტრამპის მოკვლის გეგმის შემუშავება. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ შაკერი არ არის დაკავებული და ვარაუდობენ, რომ ის ირანშია. ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ უბრძანა ამ ადამიანებს, სამიზნეში ამოეღოთ აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ის მიწაზე და მის ფარგლებს გარეთ. ირანელ ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.

VIDEO: „ღალატითა და შურით ვის რა მოუგია… ამქვეყნად მხოლოდ სიკეთე რჩება“ – 96 წლის ფშაველი თეკლე ბადრიშვილის საოცარი მიმართვა საზოგადოებას

გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანი, გია ჯაჯანიძე, ფშავში, 96 წლის ბებოს, თეკლე ბადრიშვილის ესტუმრა. უტკბილესმა ბებომ საზოგადოება საოცარი სიტყვებით დალოცა და ახალგაზრდებს სიყვარულისა და ერთმანეთის დანდობისკენ მოუწოდა.  

ნათია თურნავა: წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ეტაპობრივად აღდგება

დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას. „8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს. „ჩვენ მოსახლეობას ავარიდეთ გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ირაკლი კობახიძე – გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაშიც ეროვნული ბანკისა და მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია

ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების თაობაზე. „იყო საკმაოდ რთული ვითარება გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო ჯერ პანდემიით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით. იყო გლობალური ინფლაციური შოკები და უკვე 19 თვეა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას. აქაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად საფინანსო სისტემა სათანადოდ იცავენ იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი ვიზიტი, შედგა მონიტორინგი, რამაც დაადასტურა ის, რომ ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამისთვისაც მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში (ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში) გაწევრიანების თაობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ წარმატებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, კომერციული ბანკების, თითოეული თქვენგანის როლი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ბანკირის დღე, პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირმა ხეცურიანმა პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა იტალიაში, ქალაქ პიზაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინელ ნადია დოლოჰს 15:13 სძლია.

ბოლო სიახლეები