მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ის მზად არის შეხვდეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებულ პირებს.
მთავარმა პროკურორმა კითხვაზე აპირებს თუ არა პანკისში ჩასვლას თემილან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უპასუხა, რომ მაჩალიკაშვილოს საქმეზე გამოძიება გამჭირვალედ მიმდინარეობს.
“ვატარებთ გამჭირვალედ გამოძიებას, ოჯახს და ოჯახის ახლობლებს აქვს სრული წვდომა საქმის მასალებზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია”,- განაცხადა შოთაძემ.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა . ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.