მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

Read Time:43 Second

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა.

„ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა. ანუ, ხალხი ვართ ერთად. ჩვენ ახლა ამას ყველაფერს ვუყურებთ, ვუფრთხილდებით ახალგაზრდებს. ლანბერგისმა, თუ ვინც იქნება, თავის სახელმწიფოს მიხედოს. ჩვენი სახელმწიფოა და არავის მივცემთ უფლებას, მაიდანი გაიმეოროს“, – დასძინა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ.

„შევქმნით იმით, თუ ერთად ვიქნებით და არა იმით, თუ უცხოელები რაღაცას გვეტყვიან. კი, მათ უნდა მოვუსმინოთ. პირველ რიგში, აუცილებელია, ამერიკელებთან კონტაქტი და შემდეგ ევროპელებთან“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რომ მოდის საქართველოში, თავად რა დამსახურებები აქვს?! 80 წლის წინანდელი გერმანია რომ შევახსენო, ჩემგან ლამაზი ხომ არ იქნება?! დღევანდელ ჩემს საქართველოს, მართლმადიდებლობას, ახალგაზრდობას თავი გაანებოს. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
Next post ირაკლი კობახიძე: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით