ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

მეუფე იაკობი – უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვაქვს კი ქართველებს იმის უფლება, რომ ერთმანეთს დავერიოთ?!

უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვაქვს კი ქართველებს იმის უფლება, რომ ერთმანეთს დავერიოთ?! – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს მოლაპარაკებისკენ და საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

„უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვხედავთ, რომ რთული პერიოდია, მსოფლიოში მიდის დიდი გადანაწილება. ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ თვითონ მყარად დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში. ნუთუ, საქართველოს უფლება არ აქვს, რომ ისე წარვდგეთ ღვთის წინაშე თუ მსოფლიოში სხვა ერების წინაშე, რომ ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდეს და როგორებიც ვართ ისეთები შევიდეთ მსოფლიო თანამეგობრობაში. ვის აქვს უფლება, ეს დაგვიშალოს? ან ჩვენ რა უფლება გვაქვს, სხვებს რამე დავუშალოთ?

ამდენი წელია, ვუმტკიცებთ, რომ ევროპაში შესვლა გვინდა და სამწუხაროდ ევროპა ყოველთვის ამას ისე იყენებს, რომ ისეთი ძალები უნდა, რომლებიც ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იქნებიან.

ჩატარდა არჩევნები, მერე ხომ არ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი? ქართველმა უნდა იცოდეს, არჩევნები რომ მთავრდება, წაგებული არავინ არ არის. რისთვის ვიბრძვით იქ? პარტიები შეიძლება იმისთვის იბრძოდნენ, ვის მეტი ექნება, ვის ნაკლები. ჩვენ ხომ გვინდა 150 ადამიანი გამოვირჩიოთ, რომლებიც ქვეყნის ბედზე იზრუნებს. ამ შემთხვევაში, გამარჯვებული არ ხარ ერმა რომ გამოგირჩია? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სასულიერო პირი ვარ და ყველა შვილია, ვინც არ უნდა იყოს. რთული შვილია, თუ ნერვებს რომ არ გიშლის, შვილი-შვილია. პირიქით, რთული რომ არის, იმაზე უფრო სწუხარ ხოლმე. ან ავადმყოფობა რომ აწუხებს, ან არასწორ გზაზე თუ მიდის, მაშინ გაგახსენდება ხოლმე შენი შვილი რომ არის და უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, შეიძლება ლოცვაც მეტი დაიწყო.

გვაქვს კი ქართველებს იმის უფლება, რომ ერთმანეთს დავერიოთ?! ჩვენ რომ შევთანხმდეთ და ხალხმა რაც გადაწყვიტა, ისე რომ მოვიქცეთ, ეს ამბები ხომ არ იქნებოდა.

ქრისტიანები ვართ. ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ყოფს – ეცადეთ, მრევლი, ვისაც პოლიტიკური პროცესები გაშორებთ, გაყოფაზე არ წახვიდეთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო სიახლეები