ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

მეუფე დანიელი – დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ, ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, გვინდა, მისი გზა გავაგრძელოთ, გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად

პატრიარქმა გაგვიკვალა გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტებისკენ. რომ გავყვეთ გზას, რომელსაც სამეუფო გზა ეწოდება, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. სინოდის ამჟამინდელი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს სინოდი – ის იქნება ღვთის რჩეული და მას ყველანი უნდა მივესალმოთ, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სინოდის არცერთი წევრი არ ეძებს საკუთარ ინტერესს, არამედ ვეძებს ღვთის ნებას.

„გაგვიხარდება ნებისმიერი პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, სინოდში ნებისმიერი პიროვნება დღეს არის მზად, გააგრძელოს პატრიარქის გზა. მთელი სინოდი ვართ ერთსულოვანი. არ იყო საკითხი, სადაც რაიმე გართულება გვქონდა. განსხვავებული აზრი როცა არის და ამის გამო არ არის უხერხულობა, ეს არის მაღალი დონე, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გამარჯვება ადამიანურ, სუბიექტურ განწყობაზე, რომელიც ადვილი დასაძლევი არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ერთსულოვნება. შეიძლება, ზოგჯერ მოსაზრების გამოთქმისას ემოციური ვყოფილიყავით, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენი სურვილია, ჩვენი განცდები მივწვდეთ ღვთის ნებას, როგორც ეს გვესახება. ყველაფერი იქნება სულიწმიდის კარნახით, ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სუბიექტური აზრები არ იყოს კატეგორიული.

„ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს შეხედულება, მაგრამ არა კატეგორიული. ერთი შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილმა, მეორე შეხედულების მქონე საზოგადოების მიმართ არ უნდა გამოთქვას უნდობლობა, არ უნდა გამოხატოს ეჭვი, რომ ეს არის ადამიანი და ჩემი არის ღვთაებრივი. ეს ნიშნავს გარკვეულ უხერხულობაში, დაპირისპირებაში შესვლას. უხილავი ძალა ცდილობს, ეს მოხდეს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სინოდში ეს დაცულია, მაგრამ ერიც მოქმედებს, ერის მდგომარეობას შეუძლია, დაგვეხმაროს ან პირიქით, დაამძიმოს. ჩვენი თხოვნაა ერისადმ: გავერთიანდეთ ლოცვაში, ურთიერთ პატივისცემაში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, გვწამდეს, ეს არის სულიწმიდის კარნახი. ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, ყველანი მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა. ასე უნდა იყოს როგორც სასულიერო, ასე საერო დასი. ეს არის ჩვენი თხოვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ზღვარს, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ არსებობს ეკლესიის გამგეობის დებულება და სინოდი მოქმედებს ამ დებულების საფუძველზე და გაფართოებული კრებისთვის ემზადება.

„ყოველ ეტაპზე ეკლესიას შეუძლია, განავითაროს მართვა-გამგეობის დებულება, რაღაც სიახლე შეიტანოს, კორექტირება გააკეთოს. ამის სურვილი შეიძლება, ყველა წევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მოწვეული. ამიტომ აქ ცვლილებები არ მოხდება, რაც წესია ის არის, უბრალოდ წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. პრობლემა არ იქნება, სინოდი რასაც გადაწყვეტს. ჩვენ არ ავჩქარდით, გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და შემდეგ სინოდზე, რომელიც გაიმართება, საბოლოოდ შევჯერდებით ყველა საკითხზე, მათ შორის ასაკზე. შეიძლება ერთი და იგივე დებულება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად. სწორედ აქ არის ჩვენი რწმენა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს, რა არის ღმერთის ნება, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა განვმარტოთ და უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ეს იქნება ღვთის ნება“, – გნაცხადა მეუფე დანიელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველანი. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები.სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველანი ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მარკ კარნი – კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას

კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.„ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი მხარე მოთხოვნებს აყენებს, მეორე კი მხოლოდ ითხოვს. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები კარნახობს პირობებს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, შეგვიძლია, მივიდეთ ორმხრივად წარმატებულ შედეგამდე – ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა კარნიმ.როგორც „ბიბისი“ წერს, კანადამ, აშშ-მა და მექსიკამ პირველი ივლისიდან სავაჭრო შეთანხმების სავალდებულო გადახედვა უნდა დაიწყონ. მაისში მექსიკა იწყებს ოფიციალურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აშშ-სთან. კანადასა და აშშ-ს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სავაჭრო უწყებებს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.მარკ კარნიმ კანადა-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ახალი საკონსულტაციო კომიტეტი მოიწვია, რომლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. კვებეკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან შარესტმა, რომელიც ახალი საკონსულტაციო კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ აშშ ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე „კანადისგან ბევრ დათმობას“ ელოდება.

ქეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია

დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, გარკვეული მოქნილობა გამოიჩინოს.„პრეზიდენტი ინარჩუნებს პოზიციას და გულუხვად სთავაზობს მცირე მოქნილობას რეჟიმს, რომელიც სრულად შელახულია“,- განაცხადა ლევიტმა. მისივე განცხადებით, ირანში ამჟამად მიმდინარეობს დაპირისპირება „პრაგმატისტებსა და მკაცრი ხაზის მხარდამჭერებს შორის“, ხოლო ტრამპს „ერთიანი პასუხის მიღება სურს“.ამასთან, მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ირანული გემებისა და პორტების საზღვაო ბლოკადას. ლევიტმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „ეფექტიანად და წარმატებით მიმდინარეობს“ და აშშ „სრულად ახრჩობს“ ირანის ეკონომიკას.ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს უნდა იყვნენ ამერიკელები მზად ომის გასაგრძელებლად, რადგან ეს უკვე იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე თავდაპირველად ითქვა, ლევიტმა უპასუხა, რომ საბოლოო ვადას ტრამპი განსაზღვრავს.„ის დაასრულებს ამას მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ეს შეესაბამება შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებს”,- განაცხადა ლევიტმა.ლევიტმა ასევე ისაუბრა ირანული სახელმწიფო მედიის განცხადებებზე, სადაც უარყვეს, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.„გირჩევდით, ფრთხილად მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ. რაც ვნახეთ, არის ის, რომ რასაც საჯაროდ ამბობენ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც პირად მოლაპარაკებებში აღიარებენ შეერთებული შტატებისა და ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდის წინაშე”,- განაცხადა ლევიტმა.ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ორი გემის დაკავებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად არ მიიჩნევს.„ეს არ იყო აშშ-ის გემები. ეს არ იყო ისრაელის გემები. ეს იყო ორი საერთაშორისო გემი. მათ არ აქვთ კონტროლი სრუტეზე. ეს არის მეკობრეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა კვლავ წარმოუდგენლად ეფექტურია“, – განაცხადა ლევიტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს

ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელწფონო საუბრისას განაცხადა.„თუ ეს მიმართულება მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომით არ შეიცვლება, კონფლიქტური პროცესის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.გერმანელ კოლეგასთან საუბრისას ერდოღანმა როგორც ირანში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანკარა კონფლიქტების დასრულებას მოლაპარაკებების გზით ცდილობს.„თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ომები მოლაპარაკებების გზით დასრულდეს და დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა”,- განაცხადა ერდოღანმა.

ალი მოჯანი-სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში – ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს – გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის...

,,დღეს საღამოს თბილისში დავესწარი სიმფონიური ორკესტრის შესრულებას, რომელშიც გამორჩეული სომეხი ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ დავფიქრდი „მუსიკის“ ძალაზე, რომელიც ხალთხა შორის საერთო ენას წარმოადგენს. არამ ხაჩატურიანისა და ავეტ ტერ-ტერიანის ნაწარმოებების შესრულებამ, განსაკუთრებით ბალეტ „სპარტაკის“ ცნობილი ადაჯიომ, არა მხოლოდ სომხური კულტურის სიმდიდრე წარმოაჩინა, არამედ ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას, პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა, ხალხებს შორის ხიდის აგება. სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში — ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს — გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის სივრცეა, ვიდრე მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენციის არენა. მსგავსმა ღონისძიებებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი დიპლომატიური უწყებების ინიციატივით იმართება, შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეფექტური როლი შეასრულოს. მსგავს ღონისძიებებზე „კულტურული დიპლომატია“ სიტყვების ნაცვლად, ნოტებით საუბრობს''- წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

ბოლო სიახლეები