თბილისის მერიისა და კომპანია “სითი პარკის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. აუდიენციისას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებები განიხილეს.
ირაკლი ხმალაძის განმარტებით, კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი და მხარეებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ერთობლივი ღონისძიებების გატარება მოუწევთ. ვიცემერი აცხადებს, რომ ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა რთულად დასაჯერებელია.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია “სითი პარკმა” განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.
ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ სითი პარკის საქმეს საქართველოსა და ისრაელში არასასიამოვნო ეფექტი ექნება.
ამ განცხადებას კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.
კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.