ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

მერაბ ქვარაია: თვითმმარათველობის კომიტეტი ღიაა თანამშრომლობისთვის

ბორჯომში,  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა გაიმართა, სადაც მონაწილეობა  პარლამენტარებმა,  ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს . როგორც  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიმ განაცხადა კომიტეტის სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განხილვა ნიშნავს, რომ კომიტეტი ღია და გახსნილია თანამშრომლობისთვის.

“ის, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების თანამონაწილეობით  განიხილება ნიშნავს , რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილები თანამშრომლობისთვის. ვადებში კარგად გაწერილი ფისკალური დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და ძლიერი, უფლებებითა და შესაბამისი ფინანსური რესურსებით აღჭურვილი  თვითმმართველობა ჩვენი ერთობლივი საბოლოო მიზანია და ამ მიზნისკენ კარგად გააზრებული, გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა წავიდეთ”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერგეი ლავროვი – ვაფასებთ, რომ ტრამპმა ჩვენთან დიალოგი დაიწყო, თუმცა არაფერი ხდება, გარდა ამ რეგულარული დიალოგისა, რაც ნორმალურია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ბევრი დადებითი რამ ითქმის, სინამდვილეში კი, „არაფერი ხდება“, გარდა „რეგულარული დიალოგისა“.მისივე თქმით, „ბაიდენის დაწესებული ყველა სანქცია ძალაში დარჩა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი საკუთარი ინიციატივები მიიღო რუსეთის ეკონომიკის დასასჯელად“.„ჩვენ ვაფასებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენთან, პრეზიდენტ პუტინთან დიალოგი დაიწყო. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა დონეზე. ბევრი კარგი სიტყვა ისმის რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთსასარგებლო, თანამედროვე, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა პროექტების უზარმაზარ პერსპექტივაზე. სინამდვილეში კი, არაფერი ხდება, გარდა ამ რეგულარული დიალოგისა, რაც ნორმალურია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ყველაფერი დანარჩენი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიცირებულ ნიმუშს მიჰყვება. მის მიერ დაწესებული ყველა სანქცია ძალაში დარჩა. უფრო მეტიც, ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივები მიიღო რუსეთის ეკონომიკის დასასჯელად“, – აღნიშნა ლავროვმა.

ევროკომისიის ახალი ინიციატივით, მგზავრებს შეეძლებათ, ევროპაში ნებისმიერი საერთაშორისო მატარებლის მარშრუტისთვის ერთი ბილეთი ონლაინ შეიძინონ

ევროკომისიამ წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, მგზავრებს შეეძლებათ ევროპაში ნებისმიერი საერთაშორისო მატარებლის მარშრუტისთვის ერთი ბილეთის ონლაინ შეძენა, მაშინაც კი, თუ მგზავრობა რამდენიმე ქვეყნის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მომსახურებას მოიცავს. ეს შესაძლებელი იქნება ერთი მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმის მეშვეობით. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების მედია ავრცელებს.ახალი ინიციატივის თანახმად, ევროპული ბილეთების გაყიდვას ახალი ონლაინპლატფორმები განახორციელებენ, ხოლო ისეთი კომპანიები, როგორებიცაა ნიდერლანდების NS-ი, გერმანიის Deutsche Bahn-ი და ბელგიის NMBS-ი, ვალდებულნი იქნებიან, გაუზიარონ მათ თავიანთი მონაცემები.გეგმის მიზანია, საერთაშორისო სარკინიგზო მგზავრობის დაჯავშნა ისეთივე მარტივი გახდეს, როგორც ავიაბილეთის ყიდვაა. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მგზავრთა უფლებების დაცვის გაძლიერებას. კერძოდ, დაგვიანების შემთხვევაში – კომპენსაციას, თანხის სრულ დაბრუნებას ან ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებას, თუ რეისი გაუქმდება.მგზავრები მიიღებენ ისეთივე დაცვას, როგორიც თვითმფრინავების მგზავრებს აქვთ: ბილეთის ღირებულების 25 პროცენტის დაბრუნება ორ საათამდე დაგვიანების შემთხვევაში, 50 პროცენტის დაბრუნება უფრო ხანგრძლივი დაგვიანებისთვის, ან კომპენსაციას, თუ მგზავრობის რომელიმე ნაწილი გაუქმდება.ევროკომისიის შეფასებით, ამ გეგმით მოქალაქეები წელიწადში დაახლოებით 350 მილიონ ევროს დაზოგავენ. სარკინიგზო კომპანიებისთვის დამატებითი ხარჯები დაახლოებით 90 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა მგზავრთა რაოდენობის ზრდამ, შესაძლოა, ეს დანახარჯები დააბალანსოს.ცნობისთვის, ამჟამად ეროვნული სარკინიგზო კომპანიები საკუთარ ბაზრებს იცავენ, რის გამოც ონლაინ ბილეთების გამყიდველებისთვის რთულია კომბინირებული მარშრუტების შეთავაზება. ევროპაში სამგზავრო გადაადგილების მხოლოდ დაახლოებით 8 პროცენტი მოდის მატარებელზე. ევროკავშირს სურს, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

შიო მესამე – გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვიქცეთ, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის...

გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, „სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული“.„თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს თქვენდა მსახურ“.ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.აუცილებელია, განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტესმიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის,„ ყოველნი ერთ იყვნენ“. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს. ამიტომ, დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე, შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა, შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის, მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი“, – განაცხადა შიო მესამემ.

„ალავერდიდან პანკისამდე“ – „პანკისი ადამიანური თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის უნიკალური მაგალითია- ირანის ელჩი კახეთში მოგზაურობასა და საქართველოს მრავალფეროვნებაზე საუბრობს 

,,დღეს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს — მოციქულისა, რომელმაც ისტორიული ტრადიციის თანახმად პირველად იქადაგა ქრისტეს მოძღვრება საქართველოში — მომეცა შესაძლებლობა, მემოგზაურა აღმოსავლეთ საქართველოს გულში, ისტორიულ და ულამაზეს კახეთში. ალავერდის დიდებული ტაძრის მონახულება უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სულიერი გამოცდილება იყო დღევანდელ დღეს. ტაძარი, რომლის ფესვები VI საუკუნეს უკავშირდება და რომლის გაფართოება XI საუკუნეში დასრულდა, თავისი 55 მეტრზე მეტი სიმაღლითა და ვრცელ ველზე აღმართული მდებარეობით განსაკუთრებულ დიდებულებას ანიჭებს მთელ გარემოს. ალავერდი, რომელიც ასურელმა მამამ იოსებ ალავერდელმა დააარსა, საუკუნეების შემდეგაც ინარჩუნებს სიმშვიდის, ლოცვისა და სულიერების განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ამ ისტორიული სავანის ერთ კუთხეში ჩამოჯდომა და ტაძარში გაჟღერებული საეკლესიო საგალობლების მოსმენა ამ მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და დასამახსოვრებელი მომენტი იყო. შემდეგ გავემართე საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ულამაზეს პანკისის ხეობაში — მშვიდ და მთიან რეგიონში, სადაც ძირითადად ქისტები ცხოვრობენ; კავკასიელი მუსლიმები ჩეჩნური და ინგუშური ფესვებით, რომელთაც, საკუთარი ტრადიციებისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად, შეძლეს ქართულ საზოგადოებასა და კულტურასთან ღრმა კავშირის დამყარება. ისინი განსაკუთრებული სილამაზითა და სინაზით საუბრობენ და წერენ ქართულად. მქონდა შესაძლებლობა, მათთან ერთად ადგილობრივ სუფრასთან დავმსხდარიყავი და ახლოს გავცნობოდი მათ რწმენას, შრომისმოყვარეობასა და ერთობლივ ძალისხმევას სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაში. პანკისი ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ ყოფილა; იგი ადამიანური თანაცხოვრების, კულტურული მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის გამორჩეული მაგალითია უნიკალური ბუნების შუაგულში. მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა, სოფლების სიმშვიდე და მთიანი ბუნების სილამაზე ამ რეგიონს საქართველოს ერთ-ერთ განსაკუთრებულ კუთხედ აქცევს. მოგზაურობისას ასევე მოვინახულე ისტორიული თელავი და ცნობილი ბატონის ციხე — ისტორიული კომპლექსი, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულად იკვეთება ირანულ-კავკასიური არქიტექტურული კავშირები, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტრადიცია და თავდაცვითი არქიტექტურის ელემენტები. ეს არის ციხე-დარბაზი, რომელიც ერთ დროს ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორის რეზიდენცია იყო. საქართველო თავისი კლიმატური, ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნებით მშვიდობიანი თანაცხოვრების, ურთიერთგაგებისა და სოლიდარობის უმნიშვნელოვანეს მაგალითს წარმოადგენს — ქვეყანას, სადაც ბუნება, რწმენა, რელიგია, ენა, ისტორია და კულტურა ერთიან ჰარმონიაში იძენს მნიშვნელობას. მოხარული ვიყავი, რომ ამ წმინდა დღეს მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ამ ულამაზესი ქვეყნის ნაწილში და უფრო ახლოს გავცნობოდი საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. მომავალშიც აუცილებლად შევეცდები, რომ ხელი შევუწყო ირანელი ტურისტების მიერ საქართველოს ამ ისტორიული რეგიონების გაცნობას, რომლის მწვანე და ნისლიანი ბუნება ირანის გილანის პროვინციის ფუმანსა და შანდერმანს მახსენებდა''-ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი წერს.

მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ახლად არჩეულ კათოლიკოს – პატრიარქს, შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს.კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს და მას ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა უსურვა.ბართლომეოსმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია ილია II-ის "ისტორიული და ნათელი" ღვაწლი, რომელმაც ეპოქალური კვალი დატოვა მსოფლიო მართლმადიდებლობაზე.დოკუმენტში ხაზგასმულია ეკლესიებს შორის ჰარმონიული თანამშრომლობისა და მართლმადიდებლური ერთობის მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

ბოლო სიახლეები