საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ მოიხსნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ქართული მხარის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს.
“ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაზაფხულზე რეზოლუცია იყოს მიღებული. ბრიუსელიდან დელეგაცია დღეს დაბრუნდა – მოლოდინები აქაც პოზიტიურია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მსგავსი ფაქტების პრევენცია და რეაგირება მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.