ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა

სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს! – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გამოცემა “პოლიტიკოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, “ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით  აპირებს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს”.

მდინარაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, რა არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში. ამ კითხვას კი, მისი თქმით, დაემატა მეორე შეკითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული.

“სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს! ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო! ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს? #კისაქართველოსდამოუკიდებლობას #კიგამჭვირვალობას #ღირსებითევროპისკენ” – წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუკში”.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს – მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.„პრემიერმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.მან სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გელა გელაძეს, ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის გამო, მადლობა გადაუხადა.„ოთხშაბათს დილას ჩაინიშნება თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს სხდომა. პარლამენტში კანდიდატურაზე კენჭისყრა გვექნება ოთხშაბათს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

სალომე ზურაბიშვილი – მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება

რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებს.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, „პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა“.„ანუ პოლიტიკურმა, პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და „პირველად 30 წლის მანძილზეო“, სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერა-გამოვლილ ადამიანსო. ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე?! რეალურად, მმართველ გუნდს რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება. თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი „გენერალი“ და მისი კლანი?“ - წერს ზურაბიშვილი.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესვე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ირაკლი კობახიძე – ახლო მომავალში არსებით ცვლილებას არ ველოდებით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურები მნიშვნელოვანი სტრუქტურებია, ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს და გავიზიარეთ

ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია.„არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

გეკა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.„თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დღეს ცნობილი გახდა, რომ გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

ბოლო სიახლეები