ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მამუკა მდინარაძე: რუსეთმა რომ თქვას – კარგია ბრეივიკი რომ ციხეში ზისო, უნდა გაათავისუფლონ ამის გამო? – ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში

ასეთი განცხადებები მხოლოდ თქვენ გაძლევთ ხელს. ერთადერთი ვინც ასეთი განცხადებებით სარგებლობს, ეს არის თქვენი ტელევიზიები და „ნაცმოძრაობა“. რუსეთმა რომ თქვას ბრეივიკი კარგია რომ ზის ციხეშიო, უნდა გაათავისუფლონ? ზახაროვა რომ გამოვიდეს და თქვას ბრეივიკი რომ ციხეში ზის ძალიან კარგიაო, უნდა უთხრათ იმ ქვეყანას უხერხულობას ხომ არ გიქმნითო და გაუშვით სასწრაფოდო?, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას – „რუსული მხარე ამბობს, რომ მათ ინტერესებშია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?“

„ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში. ამაზე კონცენტრირდებით თქვენ და თქვენ იყენებთ ამას. დღეს, ასეთი დიდი გამოწვევების დროს ტყუილების დრო აღარ არის. ადამიანი, რომელიც იყო წამების და მკვლელობის რეჟიმის შემქმნელი, დღეს რომ ზის ციხეში მაგალითად გელაშვილის უსასტიკესი ცემის გამო, იმისთვის, რომ სისტემური დანაშაულის თავში იდგა გირგვლიანის საქმეზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა და 9 მილიონი რომ გაფლანგა მასაჟებში და ვნებებში, ამისთვის რომ სასჯელს იხდის და რახან ზახაროვამ თქვა კარგია რომ ციხეშიაო, ამიტომ უნდა გავუშვათ?“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, დავადგინოთ გზამკვლევი, სადაც ასახული იქნება სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-თვის

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და რადგან პასუხი არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ღი წერილის გავრცელება. ღია წერილში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახეb, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა – გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.საქართველოს ნაკრების მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთზე „ვალენსიის“ კარში პენალტი მის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა, მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პენალტიდან კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჟოან ჟორდანმა გაიტანა.გიორგი მამარდაშვილმა თამაშის მანძილზე ოთხ მომენტში თავისი გუნდი გადაარჩინა. განსაკუთრებით ეფექტური მისი მოგერიებები პირველ ტაიმში იყო.„ვალენსია“ 36 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში 45 ქულით მე-11 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონამდე ორი ქულა აშორებს.

“ჩინეთთან ვაჭრობა და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?!. ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო,...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე."ჩინეთთან ვაჭრობა არ გვქონდეს და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?! - ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო, ამას არავინ, არასდროს არ ამბობს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობები და აქ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემა არავის არ აქვს.ისეთ სტრატეგიულ ობიექტში, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მნიშვნელოვანი იყო ის ძალა ყოფილიყო, რომლისკენაც ვართ ჩვენ ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ამ ძალას შენ გააგდებ დემონსტრაციულად და შემოგყავს ჩინეთი, ამით შენ ამბობ, ამერიკა-ჩინეთის კონკურენციას შორის რომლის მხარეს იჭერ. ეს ყველაფერი კი იმ კონტექსტში ხდება, როცა შენ NATO-ზე უარს ამბობ, ევროკავშირზე უარს ამბობ, ჩვენს ყველა მეგობარს მტერს უწოდებ და, ამავდროულად, "ჰამასთან" და ირანთან მეგობრობ, ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოკვეთილი სურათია. აქედან გამომდინარე, შანსი არ არის ამ რეჟიმმა რამე "დაალაგოს" ტრამპის ხელისუფლებასთან," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ცვლილება რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი - 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს.„ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია - თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.„ავტოსადგურების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ შესაბამისი თანხმობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, მუშაობს ავტოსადგურთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ელი ივნისიდან“, - ამბობენ სააგენტოში.როგორც სააგენტოში განმარტეს, ავტოსადგურებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღონ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ველოდები, რუსეთიდან ვინ ჩამოვა და შემდეგ ნაბიჯებს განვსაზღვრავ, ასევე გვესმის, რომ თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს ტრამპი, ეს შეიძლება, ყველაზე ძლიერი არგუმენტი...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი.„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ, შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.„მთელი მსოფლიო როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე პუტინისგან ელოდება უბრალო პასუხს – „დიახ“, ის განაგრძობს უკრაინის დაბომბვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები