შაბათი, მარტი 21, 2026

მამუკა მდინარაძე: დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო

დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე, თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„​ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ბოლო პროვოკაციებს, რომლებზეც, სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტები და შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად მოჰყვა კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, მათ შორის ამის გამოც მოვუწოდეთ ჩვენ ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებზე აყოლისგან. გარდა იმისა, რომ ​ეს ყველაფერი აზიანებს პროცესს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალადობას არაფერი ამართლებს. თქვენ იცით, რომ ამას რევანშის სახით მეორე დღესვე მოჰყვა დღეს დაკავებული შუბითიძის ძმის ფიზიკური დაზიანება. მას აქვს დამტვრეული სახის თითქმის ყველა ძვალი და საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დილითვე მას დახვდა ოთხი ადამიანი და სასტიკად სცემა. დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მისი ძმის მიმართ პოლიტიკური შურისძიება“, – განაცხადა მდინარაძემ.

29 სექტემბერს მარნეულში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც ოთხმა პირმა მას სასტიკად სცემა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„შემოგვხედა და თქვა, ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“ – რა ამბავს იხსენებს გიორგი ლომთათიძე ილია მეორესთან დაკავშირებით

ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:„როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“,- ამბობს გიორგი ლომთათიძე.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა

„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.ფოტო: Geo Team

დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, აშშ ამას არ გააკეთებს

ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ უახლოვდება თავისი მიზნების შესრულებას.„ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას, რამდენადაც განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას, ირანის ტერორისტულ რეჟიმთან მიმართებაში: 1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული შემცირება; 2. ირანის სამრეწველო თავდაცვითი ბაზის განადგურება; 3 მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების განადგურება, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების, მათ  შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კუვეიტისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას – აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს იქნება მარტივი სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებ მეორე მხარეს

მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან ირანთან ომზე საუბრისას განაცხადა.„ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებ მეორე მხარეს“, – ამბობს ტრამპი.მისი თქმით, ამერიკა ირანს „საშინლად ძლიერად“ არტყამს. ტრამპის განცხადებით, ირანის რეჟიმის წარმომადგენლები „ბანდიტები, პირუტყვები და საშინელი ხალხია“.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო საკმარისად არ ასრულებს თავის როლს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.„ეს მარტივი სამხედრო მანევრია, თუმცა დიდი დახმარებაა საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა ხომალდები და ნატო-ს შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ მათ ამ დრომდე არ ეყოთ ამის გაკეთების გამბედაობა“, – განაცხადა ტრამპმა.რაც შეეხება აშშ-ისთვის ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპის თქმით, ეს „ძალიან დაგვიანებული რეაგირებაა“.„ცოტა არ იყოს, გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოსი, გულწრფელად რომ თქვა, მათ ბევრად სწრაფად უნდა ემოქმედათ“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული.

აბას არაღჩი – კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენოს

კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, – ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ისთვის ბრიტანული ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ გავრცელებულ ცნობას.არაღჩის თქმით, ირანი გამოიყენებს თავდაცვის უფლებას.„ბრიტანელი ხალხის უმრავლესობას არ სურს არავითარი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის ომში. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი ბრიტანელთა სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“, – აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული. 

ბოლო სიახლეები