საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს, ენრიკო აავის შეხვდა, რომელიც 2012-2015 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტს ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს გააცნო ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.
შეხვედრას, ასევე, დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.