ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

„მადლობა უფალს ალექსანდრეს გაქრისტიანებისთვის…“ – ვარლამ ლიპარტელიანი ახალშობილის ნათლობის კადრებს აქვეყნებს

ძიუდოსიტმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ახლახან მეოთხე შვილი გააქრისტიანა.

ვარლამი ახალ ფოტოებს გვიზიარებს ნათლობიდან და წერს:

„მადლობა უფალს ალექსანდრეს გაქრისტიანებისთვის… მადლობა ნათლიებს მამა შალვას და მამა იოანეს… ჯანმრთელი და ღირსეული გაუზარდოს უფალმა ოჯახს და ქვეყანას…“

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – მაია სანდუ მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას, როდესაც მისგან ანტიქართულ რიტორიკას ვისმენთ, ამაზე უნდა იყოს რეაქცია, დიდი ეჭვია, სანდუ ამას სხვების...

მაია სანდუ რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან ანტიქართული რიტორიკის მოსმენა აღმაშფოთებელია.„უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ მაია სანდუ არის ის ადამიანი, რომელმაც ოთხ ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს დაუჭირა მხარი. მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ზუსტად იმ წუთებში, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს. ეს უკვე თავისთავად აჩვენებს თუ რა ღირებულებით საწყისებზე დგას ეს ადამიანი.დიდი ეჭვია, რომ მაია სანდუ ამას აკეთებს სხვების კარნახით. წელიწადში ერთხელ გავახსენდებით და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს. როდესაც ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს რეაქცია. ალბათ, თავის დროზეც უნდა გვქონოდა მკაფიო რეაქცია, გარდა განცხადებებისა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფებს.მაია სანდუ არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე სალაპარაკო გვქონდეს სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე. შეგახსენებთ მოტივაციას, მისი დასაბუთება იყო, რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო, პატარა სახელმწიფო ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს, და არა ის, რომ მოლდოველ და რუმინელ ხალხს რაიმე კულტურული ან ეროვნული კავშირი აქვთ.  როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, იმდენად მცირედ მიაჩნია თავისი ქვეყანა, რომ გადარჩენისთვის უნდა გაუქმდეს, ფაქტია, რომ ღირებულებების მხრივ, სხვადასხვა ორბიტაზე ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა. „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა, არც პრეზიდენტის, არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა და ბუდაპეშტი ახლა მათი თავდასხმის სამიზნეა.მისივე თქმით, მუქარის მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.„უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა. ჩვენ კონფლიქტს არ ვეძებთ, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, უნგრეთი სამიზნეშია. მიუხედავად ამისა, არც პრეზიდენტის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში.ჩვენ ფულს არ გავუგზავნით უკრაინას. უნგრული ფული უნგრულ ოჯახებთან უკეთესია, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის აბაზანაში; ჩვენ არ დავუშვებთ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას, ამის გარეშე ვერ მოხდება კომუნალური გადასახადების შემცირება და უნგრული ოჯახებისთვის ენერგიის ხელმისაწვდომობა; ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინა ორ წელიწადში ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევით ევროკავშირში შევიდეს – ეს ომის იმპორტირებასაც ნიშნავს. ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ჰყავს, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები არც კიევში და არც ბრიუსელში არ მიიღება. ეს უკრაინაშიც კარგად ესმით. სწორედ ამიტომ სურთ მათ ბუდაპეშტში ახალი, პროუკრაინული მთავრობა და მუქარა არასდროს წყდება. უნგრეთის მომავალს უნგრელები გადაწყვეტენ“, – წერს ორბანი.ცნობისთვის, უნგრეთი უკრაინას საარჩევნო პროცესებში ჩარევაში სდებს ბრალს. 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.„ჩვენ არ შევეგუებით უნგრეთის არჩევნებში რაიმე ჩარევას, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს შედეგებზე“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

ივანე ჩხაიძე „ნიპას“ ვირუსის შესახებ საუბრობს

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 2 პაციენტთან დადასტურდა ამ ვირუსის არსებობა. ამ 2 პაციენტთან კონტაქტი 196 ადამიანი იყო, ძირითადად გამოვლინდა მკურნალ პერსონალში და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირდა ეს ვირუსი. ვირუსის გადაცემის გზა მარტივი არ არის,- ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს, ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს. ჯანმო-ს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს.„ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.

ნიკოლ ფაშინიანი – ომისთვის არ ვემზადებით, ომი არ იქნება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და არ არსებობს უსაფრთხოების უფრო საიმედო გარანტია, ვიდრე მშვიდობაა

ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით, რადგან ომი არ იქნება. სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობა დამყარდა და არ არსებობს უსაფრთხოების უფრო საიმედო გარანტია, ვიდრე მშვიდობაა, გავაგრძელებთ უსაფრთხოების ამ ყველაზე საიმედო გარანტიის გაძლიერებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის არმიის განვითარება სტაბილურად გაგრძელდება, რადგან არმია სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.„უაღრესად მნიშვნელოვანია ძლიერი, თავდაცვისუნარიანი არმიის ყოლა, რათა წინ აღუდგეს პოტენციურ მომავალ საფრთხეებს, იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატია შეიძლება არ იყოს საკმარისი. ქვეყანა ძლიერი არმიის გარეშე დაუცველია და შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. სომხეთის რესპუბლიკა არასდროს არ უნდა იყოს ასეთი ქვეყანა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.მისი თქმით, ბოლო წლებში სომხეთის არმიამ შეიძინა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა - ისეთი ხარისხისა და სპეციფიკაციის, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაშიც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება მოხდა.„თუმცა, ასევე უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ გაკეთდა იგივე 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში? ჩვენი თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვის პოტენციალი, თავაზიანად უარს ამბობდა სომხეთის რესპუბლიკისთვის იარაღის მიყიდვაზე ორი ძირითადი მიზეზის დასახელებით: 1) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ იარაღი სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ არ განლაგდებოდა; 2) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ იარაღის საიდუმლო სპეციფიკაციები დაცული დარჩებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომელშიც სომხეთის წევრობა ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებების დადებისას. ამავდროულად, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პარტნიორები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან უარს ამბობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ნაკისრი ხელშეკრულებითი ვალდებულებების შესრულებაზე, რათა უზრუნველყოფილიყო მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. ისინი ასევე უარს ამბობდნენ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მოწოდებაზე, რისთვისაც სომხეთს უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკისთვის და აშკარა გახდა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და ჩვენი სუვერენიტეტის ნულამდე შემცირების შესახებ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.მისი თქმით, ეს ეგზისტენციალური საფრთხე ორი გადამწყვეტი მოვლენის წყალობით დაძლიეს: 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივ ფორმატში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, რომლის თანახმადაც სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარეს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის გაყინვით.

ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის „დორბლიანი“ უწოდა

ამერიკელი მილიარდელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას ეხმაურება.„ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც იაზრებს, რომ „სტარლინკი“ უკრაინის სამხედრო კომუნიკაციის ხერხემალია“, – წერს მასკი.პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილონ მასკს რუსებისთვის „სტარლინკის“ გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდა.„დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლი ხელს რუსებს „სტარლინკის“ გამოყენებაში უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისთვის? ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი“, – განაცხადა სიკორსკიმ.

ბოლო სიახლეები