ლიონელ მესიმ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა. გუშინ გამართულ კატალონიურ დერბიში “ბარსელონამ” “ხირონა” დიდი სხვაობით, 6:1 დაამარცხა,
სპორტსმენმა ორი ბურთი გაიტანა, რის შემდეგაც არგენტინელი გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის 36 გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.
აქამდე მესი ამ რეკორდს “რეალელ” რაულთან და “ბილბაოელ” არიც ადურისთან ერთად ინაწილებდა, რომელთაც 35 კლუბის წინააღმდეგ აქვთ თავი გამოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ მესი 22 გოლით ლა ლიგას ბომბარდირთა, 12 საგოლე გადაცემით კი ასისტენტთა დავას ლიდერობს.