ორშაბათი, მარტი 9, 2026

ლევან სანიკიძე – პირობითად, რომ არსებობდეს კანდიდატი დიმიტრი ყიფიანი, რომელიც იგებს თბილისის არჩევნებს, კამპანია როგორ უნდა აწარმოოს, თუ არ არის ახალი არჩევნები და ვერ ამბობს, რომ დაიცავს ხმებს

პირობითად, რომ არსებობდეს კანდიდატი დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა ვარიანტში იგებს თბილისის არჩევნებს, კამპანია როგორ უნდა აწარმოოს, თუ არ არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ანუ თუ არ იცვლება ხელისუფლება და თუ ვერ ამბობს, რომ არჩევნებში დაიცავს ხმებს, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნებისმიერ ვარიანტში იმის თქმა მოუწევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გაყალბებული, ამის სჯერა, თუ არ სჯერა ამ კანდიდატს და წესით და რიგით, უნდა სჯეროდეს. ამ ვითარებაში, როდესაც დამატებითი უზარმაზარი მორალური დილემაა, პოლიტპატიმრები თუ არიან ციხეში, კამპანია რაზე უნდა აწარმოოს? რა უნდა დაჰპირდეს? რის გამო უნდა გაიღოს პოლიტიკურმა პარტიამ, მაგალითად ჩვენ, რისკი, ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ რა? სულ რომ მოიგოს ასეთმა კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილი არსებული ცესკო-თი და არსებული საზოგადოებრივი განწყობით ოპოზიციურ ამომრჩეველში, რომელიც მკვეთრად უარყოფითად აფასებს ამ სახის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, როგორ წარმოუდგენია, რომ რამე შანსი არსებობს ამ სცენარის განვითარების?“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ამ განცხადებით ლევან სანიკიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობა“ მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერტის შეთავაზებას, რომ თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას მოახერხებს, ამ ტაქტიკამ შესაძლებელია, ოპოზიციას საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანოს და რატომ არ შეიძლება, იგივე სალომე ზურაბიშვილი იყოს თბილისში კანდიდატი, რადგან, როდესაც მის ირგვლივ გაერთიანდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მას ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა და ერთგვარად, ოპოზიციის ლიდერი იყო.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა მნიშვნელოვანი „ლელოს“ არგუმენტი, რომ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა ერთმნიშვნელოვანი განწყობის გამო გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, სანიკიძემ აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენად სანდოა მათი პოზიციის გასამყარებლად მათივე ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევა, ამ კვლევის პრეზენტაცია არ მომხდარა და დეტალებს არ იცნობს, თუმცა ის, რაც „ლელოს“ კვლევიდან გამომდინარე იცის, იქაც მრავლისმეტყველი რაოდენობა ამბობს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე და ესეც საკმარისია, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ლელოს“, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ მაინც განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე გახარიას პარტიასთან, რადგან აქამდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის უკეთესი გამოცდილება ჰქონდა და ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ მათი პოზიცია, მით უმეტეს, საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, ბოიკოტისკენ ჩამოყალიბდება.

შეკითხვაზე, რას ნიშნავს მისი განცხადება „არ მიიღებენ კი არა, ვერ უნდა მიიღოს „ლელომაც“ მონაწილეობა არჩევნებში“, რა იგულისხმება და როგორ უნდა აიძულონ „ლელო“, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას, სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამას საზოგადოებრივი აზრით აიძულებენ და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისე შეძლებენ, რომ „ლელოს“ ძალიან გაუჭირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

„საზოგადოებრივი აზრიდან, აბა ხელებს ხომ არ გადავუგრეხთ ვინმეს? საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, „ლელოში“ მიმდინარეობდეს აქტიური ფიქრი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – რატომ გადაჰქონდათ უნგრეთის გავლით ნაღდი ფული, რაში დახარჯეს, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული...

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის ტერიტორიაზე „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების მიერ გადატანილი თანხა შესაძლოა, „უკრაინულ სამხედრო მაფიას“ ეკუთვნოდეს.მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და ასევე, რაში დახარჯეს ეს ფული.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სავარაუდოდ არ შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კვლავ გაბრაზდა იმის გამო, რომ უნგრეთში უკრაინული ნაღდი ფულის ტვირთი დავაკავეთ, რომელსაც უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები ესკორტირებდნენ. თუმცა, არ უნდა გავბრაზდეთ; საბოლოოდ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვებს: რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული? რაში დახარჯეს ეს ფული და ვის ინტერესებში შედიოდა ის? რამდენი დაიხარჯა უნგრეთში და ვის ინტერესებში? უკრაინელებს უკვე სამი დღეა, არ შეუძლიათ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს…“, – წერს სიიარტო.ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთს ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე

მომღერალ ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დედა, მუსიკოსი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ანრიმ დედის გარდაცვალების შესახებ პირველად “იმედის კვირაში” ისაუბრა.“ორთვენახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ და უცებ ყველაფერი მოტრიალდა უკუღმა. წავიდა ჩვენგან. ვერ ვიღებ ამ მოცემულობას, არ იყოს რუსიკო ჩვენს გვერდით წარმოუდგენელია.სახლში არის აბსოლიტური სიცარიელე. ხანდახან ვფიქრობ რატო გახდა ასეთი პოპულარობა ჩვენი დედა-შვილობა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა და არ იყო სიყალბე. ეს იყო ქალი რომელიც არასდროს გვზღუდავდა, ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენში ადამიანი აღეზარდა.როცა კონკურსებზე მიწევდა წასვლა, წავიდოდა ისესხებდა პროცენტიან ვალებს მე რომ თვითმფრინავის ბილეთები მეყიდა და მან გააკეთა ყველაფერი ჩემთვის” - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.მუსიკოსმა სიუჟეტში გულახდილად ისაუბრა მის განცდებზე და განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ინსტრუმენტთან დაჯდომაც არ შეეძლო.ამის მიუხედავად მან შეძლო და დედის დღეს კონცერტი გამართა, რომელიც დედის რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა.

მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა.მათივე ცნობით, ვიზიტი ისრაელსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე დაიგეგმა, რადგან გუშინ ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით მოკავშირეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.ამერიკელმა უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გეგმების შესახებ, მაგრამ არ მიუთითა, რომ დარტყმები ასეთი მასშტაბური იქნებოდა.„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეა იყო“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროები ძირითადად სიმბოლურ დარტყმას ელოდნენ და გაკვირვებულები იყვნენ ოპერაციის მასშტაბებით.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა – „ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს, რომ ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.„ვესაუბრე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს. ვუთხარი მას, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია საფრანგეთის მოქალაქეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის უსაფრთხოება და საფრანგეთში დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის საელჩოში იმყოფებიან.ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გაუქმებით.და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებასთან, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მის ყველა საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ამჟამინდელი კრიზისის სათავე გახდა. დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების მოსაგვარებლად, ესკალაციის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

თბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის მძიმე სენით გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს – მანამდე კი, ქალის საპენსიო ბარათიდან ყოველთვიურად იხსნებოდა პენსიის თანხა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი - პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა - თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა - მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება.კარს მიღმა, ქალის ცხედართან ერთად, სიმართლე ორი წლის განმავლობაში იმალებოდა. ახლა ყველაფერს ნათელი ექსპერტიზის დასკვნამ უნდა მოჰფინოს. სწორედ ექსპერტებმა უნდა უპასუხონ კითხვას - ხანდაზმული ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ძალადობრივი ქმედების შედეგად.დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე "კურიერი P.S-თან" ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ცნობილია, რომ თავად მამაკაცი პალიატიურ განყოფილებაში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს კითხვა — შეეძლო თუ არა დაავადების პროვოცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვამის დაშლის შედეგად გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.სახლი, რომელიც თითქმის ორი წელი უცნაურ საიდუმლოს ინახავდა, ახლა დალუქულია. გარდაცვლილი ქალის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება, თუ რა გახდა 84 წლის ნანული ნატროშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ბოლო სიახლეები