ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025

ლევან გოგიჩაიშვილი – ეს არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედიაა

ოკუპანტი ქვეყანა არ ისვენებს, ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მოგვაყენოს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილმა დეპუტატებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“მთელი ქვეყანა სამძიმარს უცხადებს ტატუნაშვილის ოჯახს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ვაჟკაცი კაცი. ეს არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, საფრთხე არსებობს ძალიან დიდი, არ ისვენებს ოკუპანტი ქვეყანა, აკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენოს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიან პროცესში გადავიდეს და ასეთი ვაჟკაცი ადამიანები არ შეეწირონ ბორტმოქმედების ქმედებებს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თოვლის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.„საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში, დიდ დიღომში ხანძარია – ვითარება ადგილზე

თბილისში, დიდ დიღომში ხანძარია. ცეცხლი ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე, კერძო სახლში გაჩნდა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

რასა იუკნევიჩიენე – შოკის მომგვრელია, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ხელში ჩასაგდებად და ქართველი ხალხის გასაჩუმებლად, სრულად ლუკაშენკოს სტილია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება.მისი თქმით, „ბიბისის“ დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.„შოკის მომგვრელია მასშტაბი, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს და მტკიცე ქართველი ხალხი გააჩუმოს. სრულად ლუკაშენკოს სტილია“, – წერს იუკნევიჩიენე.ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.ამასთან, „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო.

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

საქართველოში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატება ფიქსირდება. ქვეყანაში, ამ დროისთვის, H3N2 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მარტივად გადამდებლობა ახასიათებს.როგორც ექიმები განმარტავენ, აღნიშნულ ვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. მედიკოსები შემთხვევების პიკს იანვრის თვეში ელოდებიან.გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად ექიმები საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რომელიც უფასოა და ყველასთვის ხელმისაწვდომია."ადრეული დასაწყისი არის სწორედ განმასხვავებელი თვისება ამ ვირუსის. სწორედ ამ იოლმა გადამდებლობამ და გავრცელებამ განაპირობა წელს გრიპის შემთხვევების უფრო ადრეული დასაწყისი და მკვეთრი მატება დროის მოკლე მონაკვეთში. არანაირი სხვა, ანუ უფრო მძიმედ მიმდინარეობა, ან რაიმე განსხვავებული კლინიკური ნიშანი მას არ ახასიათებს. წელს, იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევებმა უფრო ადრე დაიწყეს მატება, შესაძლებელია, შემთხვევების პიკი მოვიდეს დეკემბრის მეორე ნახევარში, მაგრამ მეტი ალბათობით, ეს იქნება იანვრის თვე," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება

უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება, რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, მთავარი აქტიური პროტესტია.„ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას, გარდა ყველაფრისა, ახალი დანაშაულების ჩადენისთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ რეაგირებას შეიძლება დასჭირდეს წლები.მთავარი აქ აქტიურობა და აქ მასობრივი გაპროტესტებაა და არა მხოლოდ უცხოეთის დალოდება. უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება, რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს, თუ ამასობაში აქ გავამძაფრებთ აქტიურობას, უფრო ჩქარა დადგება შედეგი ქვეყნის გარეთაც.ასე რომ, ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა ეს შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ. ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები