შაბათი, მარტი 21, 2026

ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13 მარტის სხდომაზე.

მომავალი თვიდან რეფინანსირების განაკვეთი 0,75%-ით მცირდება და 8,25% გახდება. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ლარში 183,5 ათასი სესხია გაცემული.

სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ახსნა.

“მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია”, – განმარტა ეროვნულმა ბანკმა.

შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ II-ს არ მისცა უფლება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა. ამის შესახებ კათოლიკოსის ადვოკატმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა. „კიდევ ერთი უკანონობა, რომელიც აზიანებს ქვეყნის რეიტინგს. მოძმე ხალხისთვის ამ დიდი მწუხარების ჟამს მიზანშეწონილი იყო, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს მიეღო მონაწილეობა მომავალ საეკლესიო წირვაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო სრულიად სომეხთა კათოლიკოსისთვის რამდენიმე დღით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში გამგზავრების ნებართვის მიცემა. ამასთან დაკავშირებით გამომძიებელს შუამდგომლობა წარვუდგინე. დღეს მივიღე პასუხი, რომ შუამდგომლობა უარყოფილია. ვწუხვარ, მაგრამ ეს კიდევ ერთი აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. მედიის ცნობით, კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, რომ მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ დაკრძალვის ცერემონიასა და ლიტურგიაში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში გარეგინ II-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორკ საროიანის, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

ირაკლი კობახიძე – ილია მეორის მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.„ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს, საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იაპონიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალურმა პირებმა

იაპონიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალურმა პირებმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატად საქართველოს საელჩოს ასევე ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, ელჩი ტადაიუკი მიიაშიტა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები.გარდა ამისა, ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა”- Le Figaro ილია მეორეზე წერს

"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - ასე ეხმაურება Le Figaro ილია მეორის გარდაცვალებას.ფრანგული გაზეთი პატრიარქის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "უდიდესი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიის რიგით 141-ე კათალიკოსმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში და ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის".

ბოლო სიახლეები