კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტის თარიღი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ვლადიმერ პუტინი ქვეყანას ძალიან მალე ეწვევა.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია.
მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ პუტინის ვიზიტი, შესაძლოა, მომავალ კვირას შედგეს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2025 წლის სექტემბერში შედგა, როდესაც ის პეკინში სამხედრო აღლუმს და სამიტს დაესწრო.

