ანიმაციური სტუდია Pixar-ი მულტფილმის გადაღებას გეგმავს, სადაც მთავარი გმირები კლუბ “ბარსელონას“ ფეხბურთელები იქნებიან. ინფორმაციას La Jugada Finaciera ავრცელებს. “ ამჟამად კატალონიელები ამერიკელ რეჟისორთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ გადაწყვეტილებით, მედიასივრცეში ბრენდის ცნობადობის გაზრდას იმედოვნებენ. მულტფილმის სიუჟეტის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება. “ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. კატალონიურ კლუბს 57 ქულა აქვს, რითაც მადრიდის “ატლეტიკოს“ 11 ქულით უსწრებს.
კლუბ ბარსელონაზე მულტფილმს გადაიღებენ
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში ორი დებიუტანტი ათამაშა – ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. სიახლე იყო ნახევარდაცვაშიც – ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა მესამე ახალწვეული, გიზი მამაგეიშვილი გამოსცადა.მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.პირველი რეალური საგოლე მომენტი „ჯვაროსნებმა“ 31-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ისრაელის ნაკრების მეკარე შეცდა, გადაცემა კიტეიშვილმა ჩაჭრა, კარში კი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და სტუმრები გოლს გადაარჩინა.
აბას არაღჩი – აშშ-ს ორმაგი სტანდარტი აქვს, მისთვის ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ხოლო აგრესორების წინააღმდეგ ირანის თავდაცვას გმობს, საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.ამის შესახებ აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„აშშ-მა მხარი დაუჭირა ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადას, ამართლებდა დახმარების შეწყვეტას „უსაფრთხოების“ არგუმენტით, ამავე დროს გმობს ირანის ქმედებას, როცა ის თავს იცავს ჰორმუზის სრუტეში. ორმაგი სტანდარტი: ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ირანის თავდაცვა აგრესორების წინააღმდეგ კი – დასაგმობი. საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის“, – წერს აბას არაღჩი.
დონალდ ტრამპი – მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში აღარ ეცადოს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ისინი გვთხოვენ შეთანხმებაზე მუშაობას, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. არც ის ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა სწორედ ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ ირანელებს.„ისინი სულელები არ არიან, პირიქით, ძალიან ჭკვიანები არიან გარკვეული თვალსაზრისით“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ესპანეთში ირანის საელჩო აცხადებს, რომ ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით
ესპანეთში ირანის საელჩო აცხადებს, რომ ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.ირანის საელჩოს თქმით, ესპანეთი საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს.„მნიშვნელოვანი ამბავი: ირანი ესპანეთს საერთაშორისო სამართლის ერთგულ ქვეყნად მიიჩნევს, ამიტომ ის მზადაა, მადრიდიდან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნის მიმართ“, – წერს ირანის საელჩო.როგორც „როიტერი“ იუწყება, ესპანეთი არის ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელსაც თეირანმა მსგავსი პირობა მისცა. ამასთან გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ესპანეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები ღიად დაგმო. 28 თებერვლის შემდეგ, ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის, მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა.
მარიამ ქვრივიშვილი – ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის როგორიცაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
