პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

კახეთის ყოფილი გუბერნატორი: გადავდივარ ახალ სფეროში, ვრჩები სახელისუფლებო გუნდში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის რეგიონში ახალ რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი წარადგინა.

პრემიერის ყოფილი რწმუნებული ირაკლი შიოშვილი ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

,, ჩემო კახელებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა. გადავდივარ ახალ სფეროში, რა თქმა უნდა, ვრჩები სახელისუფლებო გუნდში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში.

კახეთი ჩემთვის მშობლიური სახლია. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 6 წლის წინ დავბრუნებულიყავი თელავში და დავინიშნე გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, მას შემდეგ, გავხდი სახელმწიფო რწმუნებული. განვლილ 6 წელს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ხანას დავარქმევ, რადგან, როგორც თელაველ, კახელ კაცს, მერგო პატივი მემსახურა ჩემი კახელებისათვის და მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა ჩვენი კუთხის განვითარების საქმეში.

ჩემი, როგორც რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა კოვიდპანდემიის დროს მოხდა. 24 საათიან რეჟიმში პანდემიის მართვისას, ჩემი და ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმის, დავით მრელაშვილის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, კახეთში დავნერგეთ ტელემედიცინა, რაც ჯანმოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც პანდემიის ადგილზე მართვის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი.

პანდემიის მართვის კვალდაკვალ, მქონდა ამბიცია, რომ რეგიონის ეკონომიკის მამოძრავებელი არცერთი დარგი არ შეფერხებულიყო. დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის მიუხედევად, კახეთში არ შეფერხებულა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება – რეალიზაცია, არ შეჩერებულა ტურისტული დანიშნულების ახალი ადგილების მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა. წელს, იუნესკომ ორი ბიოსფერული რეზერვატი აღიარა, ორივე რეზერვატი კახეთის რეგიონში მდებარეობს. 2022 წელს, კახეთმა ზედიზედ, მეოთხედ სუფთა რეგიონის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს დიდი იმედის საფუძველს, რომ კახეთი, როგორც ლიდერი რეგიონი დამსახურებულად დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტულ რუქაზე.
ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს ძლიერი, განვითარებული რეგიონები განაპირობებს. მსურს, წარმატება ვუსურვო ბატონ პრემიერს, თითოეულ რეგიონს, ჩემს კოლეგა სახელმწიფო რწმუნებულებს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ჩაბმულია ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ფერხულში.

ვუსურვებ წარმატებას რეგიონის რვავე თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და მათ თანამშრომლებს, მადლიერებას გამოვხატავ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვინც ჩემთან ერთად, ერთიანი ტემპითა და შემართებით ყოველდღიურად ზრუნავდა, იმისათვის, რომ კახეთის რეგიონი სამაგალითო ყოფილიყო.

კიდევ ერთხელ, გამოვხატავ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩემი კახეთისა და აქ მცხოვრები ძლიერი, მშრომელი, მართალი ადამიანებისადმი. ღრმად მწამს, რომ კახეთის განვითარება არ შეჩერდება, ვუსურვებ წარმატებას ახალ ხელმძღვანელს ახალ ასპარეზზე.
ჩემი ტრავმის გამო, რაც გამოწვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, არ ჩამოვშორებულვარ საქმეს, ძალიან სწრაფად გავიარე რეაბილიტაცია, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. თუმცა, კვლავ მესაჭიროება სრულყოფილი მკურნალობა, რაც ერთ- ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ჩემი თანამდებობიდან გადადგომისთვის.

ვრჩები ჩემი მშობლიური კუთხის ერთგულ გულშემატკივრად.”-წერს ირაკლი შიოშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კეროლაინ ლევიტი – რუსეთი მშვიდობისთვის საკმარის ინტერესს არ იჩენს, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს შეიძლება, პუტინთან შეხვედრა შედგეს, თუმცა გვინდა, ამას ხელშესახები დადებითი შედეგი...

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სრულიად გამორიცხული არ არის, ერთ დღეს ეს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხანია, გამოხატავს იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და ამ ომის ორივე მხარის მიმართ.„პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა, როდესაც ამას საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლიდა. გუშინ სწორედ ეს დღე იყო. ვფიქრობ, პრეზიდენტი დიდი ხანია, გამოხატავს თავის იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ომის ორივე მხარის მიმართ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კარგი სამშვიდობო შეთანხმებისთვის ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საკმარისი ინტერესი არ ჩანს მშვიდობისკენ სწრაფვის მიმართულებით. ამიტომ, ორ ლიდერს შორის შეხვედრა სრულიად გამორიცხული არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი და მთელი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს შეიძლება ისევ მოხდეს. თუმცა, ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ შეხვედრიდან ხელშესახები დადებითი შედეგი იქნება“, – განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები მოსკოვზე „დიდ“ ზეწოლას მოახდენს.„თუ წაიკითხავთ და დააკვირდებით სანქციებს, ისინი საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა ლევიტმა.ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესება, ლევიტმა უპასუხა, რომ ამას დონალდ ტრამპი გადაწყვეტს.

ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! – მომდევნო დღეებს ამინდის პროგნოზი

24 ოქტომბერიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით  +3,  +8°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +10, +15°.25 ოქტომბერიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11,+16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°, ზოგან +20°-მდე.26 ოქტომბერიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +3,+8°, დღისით +13,+18°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°, ზოგან +15°-მდე.

თამარ ჩიბურდანიძე: სახაროვის სიტყვები „საქართველო – მცირე იმპერია“, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება – სიმბოლურია, რომ სწორედ სახაროვის პრემია გადასცეს მათსავე იდეოლოგს ევრობიუროკრატებმა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის ლაურეატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე?“ – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევრობიუროკრატების მარტივი პოლიტიკური ხრიკებით აღარ ტყუვდება, მოსახლეობისთვის თვალის ახელაში კი ხელისუფლებას სწორედ ევროპელ ლიდერები დაეხმარნენ. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ქართველ მოძალადეებს გმირებად აცხადებენ, საკუთარ ქვეყნებში კი ასამართლებენ.„სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა, მათ შორის არის პოლიციელზე მოძალადე ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე? მზია ამაღლობელი დისიდენტი არ არის, არც მისი ჟურნალისტური შემოქმედებისთვის გადაუციათ ეს პრემია. ის დააჯილდოვეს სწორედაც რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებისთვის და ამით წაახალისეს ქუჩის მოძალადეები საქართველოში.ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ტერორისტებად გამოაცხადა ის პირები, ვინც პოლიციელებზე ძალადობენ და მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დააანონსა. ანუ, ამერიკაში პოლიციელზე მოძალადე ტერორისტია და ევროპარლამენტისთვის გმირი? თუ მხოლოდ ჩვენთან სურთ დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, საკუთარ ქვეყნებში კი პასუხი აგებინონ? კარგად ვხედავთ, თუ როგორ უსწორდებიან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელებზე მოძალადეებს.რატომ ჰგონიათ, რომ მათი მარტივი პოლიტიკური ხრიკები საქართველოში ისევ გაყიდვადია? ქართული საზოგადოება იმაზე მეტად და იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სხვათა შორის, ხალხის თვალების ახელაში ხელი სწორედ ევრობიუროკრატებმა შეგვიწყვეს.რობერტა მეცოლას კი სახაროვის სიტყვებს შევახსენებთ: – „მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები – ეს სამი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. შეუძლებელია რომელიმე მათგანის მიღწევა სხვების უგულებელყოფის ხარჯზე“.დიახ, „სხვების უგულებელყოფის ხარჯზე“ წარმოებული პოლიტიკა იმ „სხვების“ გამარჯვებით მთავრდება, რაც მოხდა შარშან და წელს საქართველოში არჩევნებზე. ასეთ დემოკრატიას ქართველი ხალხი არ იღებს და მკაცრი პასუხი აქვთ. აქედან გამომდინარე, მოძალადეების ყველანაირი მცდელობა ფუჭია საქართველოში.რაც შეეხება სახაროვის პრემიას, სიმბოლურია, რომ სწორედ ეს პრემია გადასცეს მზია ამაღლობელს. კარგად რომ ეფიქრათ, ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან სახაროვის სიტყვები „საქართველო – მცირე იმპერია“, ანუ აფხაზეთთან და ოსეთთან ქართველების მჩაგვრელებად მოხსენიება, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება“,– წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ზურაბ ქადაგიძე: სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია –...

„სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული  პრემია  გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა. აი, ესაა მათი „ღირებულებები“  – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე შეფასებით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ.„სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს.ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული  პრემია  გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა.აი, ესაა მათი „ღირებულებები“  – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ.სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია –  ძალიან სცდება.ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა:დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის“, – წერს ქადაგიძე.

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას, მათთვის ომი არის შესაძლებლობა, შეიძინონ, დაყონ ქვეყანა

ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ვიდრე ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ომი ბლოკავს ევროპისა და უნგრეთის ეკონომიკის ზრდას. მათ დაახარჯეს 185 მილიარდი ევრო ამ უაზრო ომს და ახლა სურთ, ევროპელების, მათ შორის ჩვენი ჯიბეებიდან კიდევ 10 მილიარდი აიღონ. ევროპელი ხალხის ფული უკრაინაში თვლის გარეშე მიედინება და სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს, ინფლაციას, ჩამოშლის პირას მყოფ ეროვნული ეკონომიკებს, დახურულ ევროპულ ქარხნებს. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელები არ მოკვდებიან უკრაინისთვის, თუმცა იცოცხლებენ უნგრეთისთვის.მისივე განცხადებით, ომის მხარდამჭერმა ქვეყნებმა ალიანსი შექმნეს, რომელსაც „მსურველთა კოალიციას“ უწოდებენ.„ისინი საკუთარ თავს მსურველთა კოალიციას უწოდებენ. მზად არიან, ვინმე სიკვდილზე გაგზავნონ“, – განაცხადა მან.ამასთან, ორბანის თქმით, ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას.„ევროპაში ომის გაჩაღება, უკრაინაში ფულის გაგზავნა – ეს არის კოლონიალური სახელმწიფოების დიდი ხნის ლოგიკა: დაყავი ქვეყნების შესასუსტებლად. ისინი საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა დღის წესრიგში უკრაინის დანაწევრება დგას. ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უკრაინისთვის მიცემული მილიარდები მათთვის გაფლანგული ფული კი არა, არამედ ინვესტიციაა. მათთვის ომი საშინელება კი არა, არამედ შესაძლებლობაა, შეიძინონ ქვეყანა, დაყონ ქვეყანა. ომი ამისთვის ყველაზე იაფი ხერხია. უკრაინა, დიდი ხანია, აღარ არის სუვერენული, დამოუკიდებელი და ავტონომიური“, – განაცხადა ორბანმა.ორბანის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინასთან პარტნიორობას, თუმცა არა უკრაინის წევრობას ევროკავშირსა ან ნატო-ში.„ჩვენ გვსურს, უკრაინა დაკავშირებული იყოს ევროკავშირთან და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა არ გვინდა, ვიყოთ უკრაინასთან ალიანსის ნაწილი. ისინი ვერ იქნებიან ჩვენი სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრები. ისინი მოიტანენ ომს, წაიღებენ ფულს და დაანგრევენ ჩვენს ეკონომიკას. კი – პარტნიორობას, არა – წევრობას. ეს არის ის, რაც უნგრელ ერს სურს. დღეს ევროპაში ერთადერთი უნგრეთი უჭერს მხარს მშვიდობას“, – თქვა ორბანმა.როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, ომის მხარდამჭერ ქვეყნებს დონალდ ტრამპისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მშვიდობა იქნებოდა დამყარებული.მასშტაბური სამთავრობო დემონსტრაცია ბუდაპეშტში 1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად გაიმართა. პარალელურად, უნგრეთის დედაქალაქში იმართება ოპოზიციური პარტიის, „ტიზას“ დემონსტრაცია. აღნიშნული საპროტესტო აქციები განიხილება როგორც საარჩევნო კამპანიის დასაწყისი უნგრეთში აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

ბოლო სიახლეები