ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026

კახა კალაძე: 15 წლის გიგის ბიზნესის განვითარებაში დავეხმარებით

გუშინ ოთხი შვილის დედამ  თათო გვარიშვილმა  სოციალურ ქსელში პოსტი გაავცელა, რომელსაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

კახა კალაძემ თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა 15 წლის გიგი  ანთაძის საკითხი შეისწავლოს და თუ საჭიროა, ფინანსურადაც დაეხმარონ.

“15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიჭუნა ჩართულია თავის კერძო ბიზნესში.

ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს. მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა ბავშვს, რომელმაც თავისი ბიზნესი შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდება, მეც ჩავერთვები და ფინანსური დამხმარებისთვისაც მზად ვიყოთ, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.

15 წლის გიგი ანთაძის დედის პოსტს  უცვლელად გთავაზობთ:

“არვიცი საიდან დავიწყო ამ ამბის წერა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა იცნობთ ჩემს შვილს, გიგის. გიგის აქვს ცერებრალური დამბლა, რაც გამოიხატება სიარულში და მცირემხედველობაში (მხოლოდ 7 % აქვს).

როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს არ ვიცოდით შეძლებდა თუ არა სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას. ყველა ხვდებით რა დღეები გამოვიარეთ სანამ მივხვდებოდით რომ ლაპარაკობს, აზროვნებს და ოდესმე გავლასაც შეძლებდა.

ყოველთვის ძალიან ცდილობდა მიეღწია ქუჩაში დამოუკიდებლად სიარულისათვის. დაახლოებით 8 წლის იქნებოდა როცა ქუჩაში ე.წ ვოქერით დაიწყო სიარული. გაიცნო მთელი რუსთაველი, გახდა ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მესაიდუმლე. ხშირად მთხოვდა ვინმეს შვილის სკოლაში მოწყობას ან ვინმეს ქმრისთვის სამსახურს (გონია რომ ყველაფერი შემიძლია:) მეც ყველანაირად ვცდილობ ).

ერთ დღესაც მიწისქვეშა გადასასვლელში მოუნდა მარტო ჩასვლა და მუსიკოსების გაცნობა, ამის ხათრით ივარჯიშა ბევრი და ჯოხით სიარულზე გადავიდა. რაღაც პერიოდი აზრი მიეცა ყოველ საღამოს. ჩადიოდა მიწისქვეშაში და თავის მეგობარ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა.

უკვე 2 წელზე მეტია რაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ყოველ დილით (საკუთარი პენსიით დაიწყო) მიდიოდა სადგურზე ყიდულობდა ბუშტებს და რუსთაველზე ყიდდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მერე მივხვდი რომ ადამიანმა რომელსაც არ შეუძლია ძალიან ბევრი რამ რაც ჩვენ შეგვიძლია შეუძლებელი შეძლო. შეძლო ის რომ აქვს თავის ცხოვრება, ჰყავს უამრავი ნაცნობი, მეგობარი და გულშმატკივარი, აქვს საკუთარი შემოსავალი და იმის საშუალება რომ კაფეში და რესტორანში დაპატიჟოს ვინც უნდა.

ბუშტები საახალწლო ნივთებმა ჩაანაცვლა, მერე ცივმა სასმელებმა და ა.შ. რამოდენიმე დღის წინ იყიდა ფრეშის საწური აპარატი და ახალი საქმეც მიეცა:)

დღეს დამირეკა მერიის ზედამხედველობის წარმომადგენელმა ძალიან კარგმა ქალბატონმა. ამიხსნა რომ ძალიან კარგად იცნობენ გიგის და ძალიან გულშემატკივრობენ, მაგრამ 1 აპრილიდან საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს თუ უნებართვოდ იდგება რუსთაველის გამზირზე (არადა რა ვქნა იქ რომ ვცხოვრობ). გიგი აღშფოთებული მირეკავს ეხლა და მთხოვს რამე მოუფიქრო ან თვითონ წავა მერიაში და მოითხოვს მისცენ ” წვენისწურვითი საქმიანობის უფლება”

მირჩიეთ რა შემიძლია გავაკეთო?

თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე  იქნებ რამე საშველი არსებობდეს იმის გათვალისწინებით რომ გიგი 15 წლის შშმ პირია და სახლთან ვაჭრობს? დამერწმუნეთ საერთოდ არ მომწონს გარემოვაჭრეებით გადატვირთული ქუჩები დსა ბევრად მერჩივნა ჩემს შვილს სხვა შესაძლებლობები და ინტერესები ჰქონოდა.” – წერს თათო გვარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება.რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ.როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ღარიბაშვილი გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს.„გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.არაერთი განცხადება გავრცელდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების ფაქტს შეეხებოდა, რომელიც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად წამებასთან არის გათანაბრებული“, - განაცხადა ბარათაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

ბოლო სიახლეები