სამშაბათი, ივლისი 15, 2025

კახა კალაძე „ფორმულა 1“-ის ბრიტანელ მრბოლელს თბილისში დაგეგმილ პროექტზე ესაუბრა

თბილისის მერი კახა კალაძე „ფორმულა 1“-ის ცნობილ ბრიტანელ მრბოლელს ზოი ვიტაკერსა და საქართველო-ბრიტანეთის სამრეწველო პალატის დირექტორს მაკო აბაშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე „ფორმულა 1“-ის მრბოლელის მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასშტაბური პროექტის – Driving with Zoe განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საკოლექციო კლასიკური ავტომანქანებით რბოლა 26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, თბილისის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქშია დაგეგმილი. პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი კუთხით წარმოჩენა და მოგზაურობის ალტერნატიული სახეობის – კლასიკური ავტომანქანებით რბოლის პოპულარიზაცია.

„გვსურს, რომ კლასიკური ავტომანქანების რალიში რაც შეიძლება მეტი ქართველი და ადგილობრივი მოსახლე ჩავრთოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩამოსვლა და რალის გამართვა კი არა, მასში საზოგადოების ჩართვაცაა. 26 მაისი, რალის დაწყების დღედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რალი ასევე, არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ, რათა ნახონ, თუ რა ბიზნეს შესაძლებლობებია ქვეყანაში“, – განაცხადა ზოი ვიტაკერმა.

ბრიტანელმა მრბოლელმა ასევე, სურვილი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს სოციალური დატვირთვაც ჰქონდეს. კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოში პროექტის უსაფრთხო ტარების პოპულარიზაციისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. ზოი ვიტაკერის პროექტის ფარგლებში, საქართველოზე დოკუმენტური ფილმიც მომზადდება.

ბრიტანელი მრბოლელი საქართველოში პირველად გასული წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს მისი პროექტის – Driving with Zoe საქართველოსთან დაკავშირება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, ტრაგედია ქუთაისში გვიან ღამით დატრიალდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ბოლო სიახლეები