პარასკევი, ივლისი 17, 2026

კახა კალაძე – პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს  მიმართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნულით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალს.

მისი თქმით, სწორედ ევრობიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ განაპირობებს მათ მიმართ ნდობის შემცირებას.

„როგორ შეიძლება, ევრობიუროკრატების მიმართ ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც ვხედავთ მიღებული რეზოლუციების სახით მათ გადაწყვეტილებებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული? ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, შეფასებასაც და ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და იმ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან, ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიის მიდგომა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვა სახელმწიფოს.

„იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს ეს – ევრობიუროკრატი თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

44-დან 32 წლამდე: როგორია შრომითი სტაჟი ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში საშუალო შრომითი სტაჟის ხანგრძლივობამ 37,5 წელს მიაღწია, რაც წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (37,2 წელი) ცოტათი აღემატება. სამაგიეროდ, 2,3 წლით არის გაზრდილი ევროკავშირში შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა 2016 წლის შემდეგ. თუმცა, ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.ყველაზე ხანგრძლივი და მოკლე შრომითი სტაჟიევროკავშირის შვიდ ქვეყანაში საშუალო შრომითი სტაჟი 40 წელი ან უფრო მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:• ნიდერლანდები — 44,0 წელი; • შვედეთი — 43,4 წელი; • დანია — 42,6 წელი; • ესტონეთი — 41,5 წელი; • ირლანდია — 40,7 წელი; • გერმანია — 40,2 წელი; • ფინეთი — 40,1 წელი.შრომითი საქმიანობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობა კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:• რუმინეთი — 32,7 წელი; • იტალია — 33,0 წელი; • ბულგარეთი — 34,6 წელი.მონაცემები სქესის მიხედვითმამაკაცებიმამაკაცების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 39,5 წელია. • ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: ნიდერლანდები (45,9 წელი), შვედეთი და დანია (თითოეულში 44,5 წელი) და ირლანდია (43,4 წელი). • ყველაზე მოკლე სამუშაო სტაჟი: ბულგარეთი (35,9 წელი), რუმინეთი (36,0 წელი) და ხორვატია (36,3 წელი).ქალებიქალების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 35,4 წელია.• ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: შვედეთი (42,3 წელი), ნიდერლანდები (41,9 წელი) და ესტონეთი (41,8 წელი). • ყველაზე მოკლე შრომითი სტაჟი: იტალია (28,4 წელი), რუმინეთი (29,1 წელი) და საბერძნეთი (31,8 წელი).

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

გრიგოლ გეგელია – მაკა ბოჭორიშვილმა ვიწროპროფილურ საერთაშორისო კონფერენციაზე შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა

რეჟიმს სურს, საკუთარი პიარისთვის რაღაც ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილს საერთო არაფერი აქვს ეროვნულ ინტერესებთან.„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბოჭორიშვილი არის ანტიქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა საერთაშორისო ასპარეზზე. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მაკა ბოჭორიშვილს და ამ რეჟიმს საერთო არაფერი აქვს ქართულთან, არაფერ ადეკვატურთან და ისინი ყოველთვის უტიფრად ახდენენ შიდა პოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით , რომ ეს რეჟიმი თავისი არსით არის ანტიქართული, არასდროს ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. როდესაც აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობები არის განადგურებული, ეს რეჟიმი არაფერს აკეთებს, რომ ამერიკის მოთხოვნებს უპასუხოს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რეჟიმი ცდილობს, რაღაც უღიმღამო, ვიწროპროფილური კონფერენციები შემოგთავაზოს პროპაგანდისტულ სალაფავად, რომელთაც ერი კმაყოფილი უნდა იყოს.როგორც გეგელიამ აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას.„სინამდვილე არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს ძალიან მკაფიო ფასი, კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა, რომელიც რეჟიმმა უნდა გადადგას სტაბილიზაციისთვის. ამ რეჟიმმა თქვა, რომ ისინი არ აპირებენ რუბიოს მოსმენას, არ აპირებენ არაფრის გაკეთებას და შედეგად ამ რეჟიმმა მოგცა, რომ უმთავრეს პარტნიორთან განადგურებულია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ყველაფრის შედეგად ზარალდება ქართული ეკონომიკა, ქართული პოლიტიკა, საქართველო, როგორც სახელმწიფო. ვხედავთ, რომ რეჟიმი არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სტაბილიზაციისკენ. ეს აჩვენებს ყველაზე კარგად რეალურ მიდგომას. ამ რეჟიმს სურს, საკუთარი პიარისთვის რაღაც ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება; არაფერს აკეთებს,  რომ მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ქართველ ხალხს მოუტანს კონკრეტულ სიკეთეს და გაუგებარია, რა სიკეთე შეიძლება, მოუტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა საერთაშორისო კონფერენციებზე“, – განაცხადა გეგელიამ.

ბოლო სიახლეები