კვირა, ივნისი 1, 2025

კახა კალაძე: ოკუპაციის მსხვერპლთა სახელების უკვდავსაყოფად პარკი უნდა გაშენდეს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა და ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეთა სახელების უკვდავსაყოფად სკვერის გაკეთების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.

ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არამარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.

საქართველო გმირების ქვეყანაა”, – წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.  ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – პარიზი ჯადოსნურია, კვარა ჯადოსნურია, გილოცავთ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს.საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“.„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“ – წერს საელჩო.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

კვარაცხელია-შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყოღმერთს ვეუბნები მადლობას, როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი,...

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია პირველი კომენტარით პიტერ შმაიხელთან გამოჩნდა, რომელიც უეფა-ს ტელევიზიასთან ექსპერტის რანგში თანამშრომლობს.ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ ქართველ ფეხბურთელს ასე მიმართა:– ხვიჩა, ოთხი თვის წინ სულ სხვაგან იყავი, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხარ. ეს არ ყოფილა უბრალოდ 1:0 – მოიგეთ 5:0! რას გრძნობ ამ მომენტში?– აღწერა მიჭირს. ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ – კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად.– ნამდვილად უნდა იამაყო. ეს იყო წარმოუდგენელი პერფორმანსი თქვენგან – არა მხოლოდ დღეს, არამედ მას შემდეგ, რაც პსჟ-ს შეუერთდი. როგორ ფიქრობ, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს და რამდენ ხანს შეგიძლიათ ამ დომინაციის გაგრძელება?– ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის.– როგორც ჩანს, დღეს თითოეული თქვენგანი სიამოვნებას იღებდა ლუის ენრიკეს ფეხბურთის სტილით.– ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახივით ვართ. ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. მწვრთნელი საოცარად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ.

ბოლო სიახლეები