თბილისის მერი კახა კალაძე ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მზადაა მათთან მოლაპარაკება აწარმოოს.
“ჩვენი კარი არის ყველასთვის ღია, ვისაც რაიმე შეკითხვა აქვს ,ან პრობლემა არსებობს, ჩვენ მზად ვართ ყველასთან შეხვედრისთვის, გავიაროთ ინდივიდუალურად კონკრეტული შემთხვევები. ასე რომ პრობლემა არავის აქვს ჩვენთან კომუნიკაციის,”- თქვა კალაძემ.
თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მთაწმინდის ქედის ჩამოშლას აპროტესტებენ. ქედის ადგილას სასტუმრო “თბილისი სასტუმრო მთაწმინდაზე” შენდება.
აქციის მონაწილეები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა არ შეჩერდება აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.