ორშაბათი, მაისი 12, 2025

კახა კალაძე: დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა

მინდა, საზოგადოებას მივმართო, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მე ამის წარმოდგენის სურვილიც არ მაქვს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„შენ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება და ისე არ ფიქრობ, როგორც ისინი და იცი, რომ როგორც ისინი ფიქრობენ, ის ნაბიჯი რომ გადადგა დააზიანებ შენს ქვეყანას და ხალხს. როდესაც ქვეყნის ხელისუფალი ვარ და ვიცი, რომ ეს დამაზიანებელია, დამღუპველია, რატომ უნდა გადავდგა ის ნაბიჯი?! რატომ უნდა გავაუბედურო ჩემი ქვეყანა და ხალხი?! პირდაპირ ვთქვათ, რაზეა ახლა შემოტევა, რატომ არ შევუერთდით სანქციებს. დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდა ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ მაგალითად ქართული ღვინო, ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას?! ეს ხომ სისულელეა. ამით ხომ დავაზიანებთ ჩვენ გაჭირვებულ ხალხს, მათ ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს იმისთვის, რომ ოჯახში ლუკმა-პურის ფული შეიტანოს. რატომ უნდა ჩავუკეტოთ მათ ამის შესაძლებლობა?! ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! ან რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში?! ჩვენ რა, ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო ყოველთვის უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული სამხედრო ბიჭები გვყავს, მართლა გმირები არიან. რამდენი ომი გამოვიარეთ, რა გვინდა გავაუბედუროთ ეს ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ?! მინდა, საზოგადოებას მივმართო, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მე ამის წარმოდგენის სურვილიც არ მაქვს. ამიტომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა. ამიტომ ვარ არაევროპელი?! ამიტომ ვარ რუსეთუმე, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება?! მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ისე ვის უნდა? მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ?! უდებნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, რომ ამ ქვეყანაში გავიზარდე და ქართველი ვარ, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მახათას მთაზე საზეიმო წირვა-ლოცვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან.ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება აქვს, მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი.„ხატი შეიქმნა „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და დაკვეთით.გასულ წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად გაიგზავნა რომში, ფლორენციასა და ბარში. 12 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებით „წმინდა სამების ტაძრის შემდეგ, ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი“.2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 100,000 ადამიანმა. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1,120,000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით დასრულდა კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.საზეიმო წირვის შემდეგ ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადაეცემა „საზოგადოება ივერიისას“ სპეციალური ჯილდო - ოქროს ჯვარი (მახათას ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი) და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი. მერაბ კოკოჩაშვილი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღმშენებლობის საქმეში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

„როიტერი“ – „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა. „როიტერის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაციის Firat News Agency-ისგან გახდა ცნობილი.როგორც მანამდე, 9 მაისს, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განაცხადა, კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. მედიისთვის კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ დაშლასა და განიარაღებას ეხება.27 თებერვალს ქურთების პარტიის ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, რომელიც 1999 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პირველ მარტს ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაამატა პირობები, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.როგორც მედიისთვისაა ცნობილი, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში, ორ ადგილას ჩატარდა. ჯგუფი 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. ის ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული თურქეთისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ.

აკაკი ჯინჭარაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) თბილისში მიმდინარე პარაძალოსანთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. პარალიმპიადის ორგზის მედალოსანმა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძალოსანმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 240 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 475 კგ ჩათვალა და საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი მოუტანა.თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს შოთა ომარაშვილმა, თემო დადიანმა, მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 პარასპორტსმენით გამოვიდა – 20 ვაჟი და 8 ქალი.მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.

ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა.წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს. ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ: ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

„სიენენი“ – კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ ბოინგს ჩუქნის

კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ ბოინგს ჩუქნის. ამის შესახებ „სიენენს“ განუცხადეს. „სიენენი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სავარაუდოდ თანხმობა განაცხადა, კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიიღოს Boeing 747-8.როგორც კატარში განაცხადეს, ტექნიკურად თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც მოხდება თვითმფრინავის აღჭურვა უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით.როგორც „სიენენი“ იუწყება, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის გადაცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის სურთ, რაც მას საშუალებას მისცემს, შემდგომშიც გამოიყენოს ეს თვითმფრინავი. „სიენენი“ ასევე წერს, რომ ეს სავარაუდოდ, გახდება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი ამერიკის პრეზიდენტისთვის.შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი სამშაბათს, 13 მაისს თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.

ბოლო სიახლეები