„დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზი, გაიარონ შემოწმება. შემოწმების ხარჯს თავის თავზე აიღებს ბაღების სააგენტო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ დღის განმავლობაში ყველა მშობელი მიიყვანს პატარას და ყველა მასწავლებელი გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ შემოწმება ამ მიმართულებით და ეს მკაცრი მოთხოვნაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც, პრევენციის მიზნით, იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.