სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

კატლეტი “ჰერკულესით” – სამარხვო, სასარგებლო და გემრიელი

კატლეტი ქართულ ოჯახებში ერთ-ერთი გავრცელებული კერძია. დაგვეთანხმებით, ტრადიციულმა კერძებმა ცოტა მობეზრება იცის, ამიტომ ახალ-ახალი ვარიანტები ყოველთვის აინტერესებთ ჩვენს დიასახლისებს. სოციალურ ჯგუფში ერთმა ქალბატონმა “ჰერკულესის” სამარხვო კატლეტების რეცეპტი შემოგვთავაზა და ტქვენც გიზიარებთ მას.

2 ჭიქა(350 გ)ჰერკულეს დავასხათ მდუღარე წყალი
დავახუროთ, გავაჩეროთ გაციებამდე.
გავატაროთ1 მოზრდილი კარტოფილი,
სტაფილო,
წითელი ბულგარული,
მწვანილი,
ხახვი,
ნიორი,
მწვანე ხახვი
აურიოთ ჰერკულესის მასას.
დაუმატეთ მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი, მოურიეთ კარგად. მასა უნდა იყოს ფარშივით, დადეთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე კოვზით. ძალიან გემრიელია

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორისსასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს; დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.„ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედია – ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – დაიღუპა 11 და დაშავდა 48 ადამიანი

ბულგარეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები