ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის

6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის.

კერძოდ, საგამოძიებო კომისია, რომელმაც 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დღეს ბოლო საჯარო მოსმენა გამართა, მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ბრალი უნდა წარუდგინოს სისხლის სამართლის ოთხი მუხლით – ოფიციალური პროცედურის ხელის შეშლა, აშშ-ის მოტყუების მიზნით შეთქმულება, ყალბი განცხადების გაკეთების მიზნით შეთქმულება და ამბოხისკენ წაქეზება.

კონგრესის პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება რეკომენდაციას წარმოადგენს. ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იღებს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მომხრეთა მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე იუსტიციის დეპარტამენტი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც ბრალი ასობით პირს აქვს წაყენებული.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო, ეს “არაკორუმპირებული” ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი – მამა და შვილები...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს."როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. თავისმა თანამშრომლებმა გამოაგდეს. კარები აუჭედეს და რის გამო?!- გამოძიებასა და მის სამსახურს შორის წილების გაყოფაზე. ეს "არაკორუმპირებული" ახალაია, რომელიც შემდეგ ჩვენ გვიწერს კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით და ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ადამიანებს იჭერდნენ სიებით. ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები, ერთი ოჯახი," - განაცხადა დავით ქანთარიამ.

„წვიმა, ნალექი, სეტყვა…“ – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

15 მაისს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც წვიმა იქნება. +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებაზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შანსი არ არის

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა – „არა“.შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„გამივრცელეთ ეს პოსტი…“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:„გამივრცელეთ ეს პოსტი თუ შეიძლება, იქნებ საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.ჩავიბარეთ და შევაგროვეთ დაახლოებით 20 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადავარჩიეთ, დავახარისხეთ და გვინდა ჩამოვიტანოთ რამდენიმე სოფელში.ყველაფერი არის გამოსადეგი და ბევრს ძალიან სჭირდება.თუ დაგვიკავშირდებით რომელიმე სოფლის გამგებელი, ან სოციალურის თანამშრომელი, ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ შეფუთულს და დახარისხებულს. თქვენ უბრალოდ საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ თქვენი სიების მიხედვით. გაცემაშიც მოგეხმარებით, თუ დაგჭირდათ.ან გვითხარით თქვენი აზრით ყველაზე საჭირო სად არის და რამეს მოვიფიქრებთ. დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე - 558181218“,-წერს სინჯიკაშვილი. 

ბოლო სიახლეები