კვირა, იანვარი 18, 2026

კალაძე: მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 000 ლარამდე გაიზრდება

მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კალაძემ პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერითვის მადლობა გადაუხადა.

“ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის, დღეს როცა რაიმე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3 000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდოდა. დაგეგმილი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე – 20 000 ლარი. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, მაგალითად, ის რომ ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ” – განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ამ ინიციტივის საფუძველზე დაჩქარდება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია.

“ეს არის ჩვენთვის ყველასთვის მტკივნეული საკითხი. კანონპროექტის მიზანი არის ის რომ ჩვენ სწორად დავრეგულიროთ საკითხი.საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და სანციებს რომელიც დაკავშირებულია უნებართვო მშენებლობებთან. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს პრობლემის არსებითად მიგვარებას.მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს,მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უსაფრთხოებისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე”- განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ.

სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება.

15 თებერვალს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა