პარასკევი, ივნისი 13, 2025

კაია კალასი – დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა

დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კაია კალასის თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორს.

„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. ჩვენს ხელთაა პასუხი კითხვაზე, როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი. სიძლიერე არის პასუხი. სიძლიერე აკავებს აგრესორს, სისუსტე ეპატიჟება მათ. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ნიშნავს ძლიერ უკრაინას. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა იყოს უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კალასმა.

კაია კალასის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე.

როგორც კალასმა აღნიშნა, რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც იმის დასტურია, რომ სანქციები მუშაობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ამას არ ითხოვდა.

კაია კალასმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მედიის როლზე დემოკრატიულ ქვეყნებში და ევროკავშირის მხრიდან თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე.

„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ახლა ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოური ინტერესების გამტარებლებს უწოდებს. ამის შედეგად სამოქალაქო სივრცე მცირდება და შესაბამისად, მცირდება შესაძლებლობები დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა კალასმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს კაია კალასმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის საჭირო ბრძოლა.

„დემოკრატია არასდროს არის მოცემულობა, ის ყოველთვის არის არჩევანი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის ყოველ დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენს დემოკრატიებში“, – განაცხადა კაია კალასმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი.ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს.

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია...  ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი – ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ეძინა, როცა შენობაში ცეცხლი გაჩნდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11A ადგილას მჯდომი ბრიტანელი მგზავრი გადაურჩა

ინდოეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომლის შედეგადაც სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა, ერთი მამაკაცი გადაურჩა. აჰმედაბადის პოლიციის კომისარმა, გ.ს. მალიკმა, ANI-ს განუცხადა, რომ ლონდონის მიმართულებით მიმავალი Boeing 787-8 რეისის 11A ადგილას ერთი გადარჩენილი იმყოფებოდა. ხელისუფლების მიერ გაზიარებულ ფრენის მანიფესტში ნათქვამია, რომ ამ ადგილას მჯდომი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში იყო. ინდურმა მედიამ განაცხადა, რომ ისინი საავადმყოფოში ბატონ რამეშს ესაუბრნენ და იტყობინებიან, რომ მან თქვა: „აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

ბოლო სიახლეები