ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

იუსტიციის მინისტრი თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

რატი ბრეგაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. იუსტიციის მინისტრი იზიარებს დაღუპული ადამიანების ოჯახების ტრაგედიას.

თურქი ხალხის მხარდასაჭერად, რატი ბრეგაძის ინიციატივით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ თურქი ბრალდებულ/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათეულობით ათასია, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამუშაოებში 100 ქართველი მაშველია ჩართული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ამის შესახებ იუწყება „კომერსანტი“ წყაროს მითითების გარეშე. სხვა დეტალებს გაზეთი არ ასახელებს.ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება აღებული აქვთ მათი კრიტიკისკენ, ცოტა ხანში შეურაცხყოფაზე გადავლენ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება მათი კრიტიკისკენ აქვთ აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ.როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდა, თავის ამომრჩეველს უთხრას, რომ ამერიკელებს ელაპარაკებოდნენ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მაგრამ მათ პატივი არ სცეს.„„ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდათ, თავიანთ ამომრჩეველს უთხრან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამერიკელებს ველაპარაკებოდით, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მათ კი ჩვენს დამოკიდებულებას პატივი არ სცესო, ამიტომ გადავალთ მათი შეურაცხყოფის რიტორიკაზე. ეს ჩანართი ასეთი ტიპის პრელუდია მგონია. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არის იმისთვის, რომ ამერიკელებმა წაიკითხონ. ის არის ქართველ ამომრჩეველზე გათვლილი და არა ამერიკელებზე, რომლებიც ამას ყურადღებით გაეცნობიან. მათთვის კარგია, ამერიკელებთან ურთიერთობა რომ დაალაგონ და ტრამპმა „ქართული ოცნება“ შეიყვაროს ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს რომ არ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, ამერიკელების კრიტიკისკენ აქვს მიმართულება აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 80-ზე მეტი მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტისა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება.საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.დავით გურგენიძის განცხადებით, მზარდი და ცვალებადი გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარემოს ინჟინერიის სფერო უფრო მეტად ფართოვდება, რადგან გამოწვევების დასაძლევად, გამოყენებითი მათემატიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების დახმარებით, საჭირო ხდება ახალი, უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავება, რაც ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რექტორის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სწორედ გარემოს ინჟინერიის სფეროში თავმოყრილ გამოწვევებსა და გამოცდილებაზე მსჯელობას ითვალისწინებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“. ეს სამეცნიერო ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აერთიანებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე, თანამედროვე მსოფლიო.გარემოს ინჟინერიის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი ათვისება, სამრეწველო ქიმიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებები, ურბანული მდგრადობა და სამოქალაქო ინჟინერია და, რასაკვირველია, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე, მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევები. აღნიშნული საკითხების შეჯერება მოითხოვს ღია, მრავალდისციპლინურ დიალოგს, რაც ამ სამდღიან სემინარზე გველის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოველთვის მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა და ახლაც შეაქვს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პროგრესსა და საინჟინრო დარგების განვითარებაში, ვმონაწილეობთ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში, უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, გვაკავშირებს სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაცია ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან, ვაგრძელებთ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობას, ასევე, გამოყენებით მეცნიერებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე მუშაობას, რომლებიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებსაც და ითვალისწინებს გლობალურ პროცესებში ჩართულობასაც.სემინარში მონაწილეობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს - პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერებსა და პროფესორებს პოლონეთიდან, სომხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ დისკუსიებს, ახალ იდეებსა და წარმატებებს საერთო მისიის შესასრულებლად, რაც გულისხმობს გარემოს ინჟინერიის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას მეცნიერებით, ინოვაციებითა და ეფექტიანი თანამშრომლობით“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს,გარემოს ინჟინრების ხედვა და მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, ვრცელია და ისინი ყველა საკვანძო საკითხის გადაჭრაში არიან ჩართულნი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალება, მწვანე წარმოება და ქიმია-მიკრობიოლოგია, მდგრადი ურბანული დიზაინი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჰიდროლოგია, სისტემების დიზაინის შექმნა და სხვა.საერთაშორისო სემინარის მუშაობა სამი დღის განმავლობაში სამ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები და მშენებლობა. სამეცნიერო ღონისძიება 16 მაისს დაიხურება.

პაპი ლეო XIV – ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ

ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ვატიკანში გამართულ აუდიენციაზე განაცხადა.როგორც „გარდიანი“ წერს, პონტიფიკოსმა შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ.„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგროსამდე და კავკასიამდე რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ღირსება, მშვიდობის ღირსება. მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.

ბოლო სიახლეები