ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026

ირაკლი ჩიქოვანი – 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება

2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზე.

„საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1770 ლარს, რაც ბოლო წლებთან შედარებით, დაახლოებით, 70%-იანი მატებაა. 2025 წელს ჩვენი სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სამხედროების საბინაო უზრუნველყოფის პროცესზეც.

„დავიწყეთ მახათას მთაზე მშენებლობის მეორე ეტაპი. პრაქტიკულად, დასრულებულია მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები. კიდევ, დაახლოებით, 1200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეძლებს შეღავათიანი პირობებით საცხოვრებლის შეძენას“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია სამხედროებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, აქტიურად ხორციელდება ჯარის მაღალი ხარისხის სანივთე ქონებით აღჭურვა, უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს ჯარისკაცის კვების, სამედიცინო და სადაზღვევო პირობები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ ამანათში თმის მოვლის საშუალებისთვის განკუთვნილ ხუთ პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის ეროვნული კრების მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და „ქართული ოცნება“

მზად ვარ, ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ 4 ოქტომბრის ისტორიული დღის შესახებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, რომლითაც ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.როგორც ბურჭულაძე წერს, რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა.„მინდა, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს:„ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო 4 ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ასობით ათასმა მოქალაქემ კენჭი უყარა „ოცნების“ მთავრობის არალეგიტიმურობას. ერთხმად შეუწყვიტა მათ ლეგიტიმაცია. მინდა, მოგახსენოთ, რომ ზუსტად ეს არის მშვიდობიანი დამხობა, რის დანაშაულად გამოცხადებასაც თქვენ ცდილობთ და ეს მშვიდობიანი დამხობა 4-ში დავიწყეთ, 4-შივე დავამთავრეთ. რასაც მყისიერად მოყვა „ოცნების“ არაღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სამართლიანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოზე მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ადგილები რომ გაცვალონ.მინდა, შეგახსენოთ, შეიძლება, დავიწყებული გაქვთ ან გამოგრჩათ, თუ რისი უფლება აქვს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს. ჰკითხეთ ყველაზე ცნობილ კონსტიტუციონალისტს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც შექმნა ის კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ უნდა იცავდეთ. ბატონი ვახტანგი გვიხსნის და განგვიმარტავს: კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური, მით უმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ ლახავს ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას – ადამიანის უფლებებს.რაც შეეხება 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას, მზად ვარ ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ. ჩემზე კარგად ამ ინფორმაციას ვერავინ ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, არამედ უფლებაშეზღუდული, თავისუფლება წართმეული და ცვლილებების აუცილებლობის  მსურველ მოქალაქეთა მიერ პროტესტის დემონსტრირება, რომლის მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და „ქართული ოცნება“. რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა გარწმუნებთ ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა.დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თუ 4 ოქტომბერზე კიდევ გექნებათ შეკითხვები, მოგინდებათ ჩემგან სრული ინფორმაციის მიღება“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.  

აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი მოყვა – შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა.საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ხერხემლის დაზიანება აღენიშნებოდა და ოჯახის წევრების სურვილით თბილისში სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი 17-ივე ადამიანი დაიღუპა…

რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსული მედიის ცნობით, კემეროვოს ოლქის სოფელ იაგუნოვოში „ან-12“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.როგორც ცნობილია, თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, რის შემდეგაც ჩამოვარდა და აფეთქდა.გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა.ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

გთხოვთ გაავრცელოთ-ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს

ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, თამუნა კურტანიძე ბოლოს მცხეთაში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.„მეგობრებო, ვეძებთ თამუნა კურტანიძეს. ბოლოს ნახეს გუშინ, ხაშურის ავტოსადგურზე. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსში ავიდა და ბოლოს მისი კვალი მცხეთაში დაფიქსირდა.გთხოვთ, თუ ვინმეს შეგხვედრიათ ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია მის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს 555 02 03 43 ან დარეკეთ 112-ში / აცნობეთ პოლიციას. გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები