კვირა, ოქტომბერი 19, 2025

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით

სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ უწყვეტობა იყოს შენარჩუნებული და განჭვრეტადობა ჰქონდეს შენარჩუნებული თვითონ ევროპასაც, რა იქნება პერსპექტივაში და არ აღმოჩნდეს ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც დღეს არის. მათთვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი პრაქტიკულად დაკარგულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ შეიქმნება არც მეორე ფრონტი, არც არანაირი პროვოკაციის საფრთხე არ არსებობს და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით. რა თქმა უნდა, ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ არის ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგრამ ეს ფაქტორები ჩვენ არ უნდა მივიღოთ, ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი. აქამდე ხელისუფლებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აირიდოს აბსოლუტურად ყველანაირი პროვოკაცია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ისეთი სვლა, როგორიც აქამდე გვქონდა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერი: თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს სრულ...

პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.პრემიერის განმარტებით, ამის მიზანია, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას.„პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგებიც, თუმცა მათ ექნებათ განსხვავებული დატვირთვა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს ექნებათ განსხვავებული დატვირთვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.ცნობისთვის, სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.დღეს შს მინისტრმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყებამ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

ნიკოლა სარკოზი – ციხის არ მეშინია, თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია.სარკოზი, რომელიც 21 ოქტომბერს პარიზში, ლა სანტეს ციხეში უნდა გადაიყვანონ, ამბობს, რომ ჩემოდანი უკვე ჩაალაგა და სასჯელის მოხდის დაწყებამდე თავს მშვიდად გრძნობს.„ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი“, – განაცხადა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს.მისივე თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს და წიგნის დაწერას გეგმავს.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის იქნება საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა, მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.„„ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბოლო სიახლეები