სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივ მოსახლეობას უჩაშონასა და ოფაჩხაფუში შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონისა და ოფაჩხაფუს მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა.

,,უჩაშონაში გზის პრობლემა რამდენიმე წლის წინ მოვაგვარეთ. ამ სოფელთან ერთად, ზუგდიდში ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ახლა პრობლემა შიდა გზებია, თუმცა მის მოგვარებაზე მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. პროექტები განსაზღვრული პრიორიტების მიხედვით ხორციელდება. სოფლის ცენტრში დასასვენებელი სკვერის მოწყობას ვაპირებთ. სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების პრობლემაა, რომელთა მოგვარების გზებზე ვმუშაობთ”-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

,,უჩაშონაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოფაჩხაფუს მოსახლეობას შევხვდი. ოფაჩხაფუში 1,5 მილიონ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ნარაზენის და ახალსოფლის ცენტრამდე მიმავალი გზები, რითაც გზის რეაბილიტაციით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება”-განაცხადა ოფაჩხაფუში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხსა და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია და საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე შენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.ფრანგული მედიის ინფორმაციით, ციხის საკნებიდან პატიმრების შეძახილი ისმოდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „სარკოზი აქ არის“.თავად ნიკოლა სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.„უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს“, – დაწერა ნიკოლა სარკოზიმ.ამასთან, ციხის დირექტორის განცხადებით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება – სამინისტრო

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს."ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხების განხილვა იყო.„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა ისეთი რეგულაციის შემუშავებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის სამინისტროებისთვის, მათი სისტემაში შემავალი უწყებებისთვის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, თვითმმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვის აკრძალვა. ეს ნაბიჯი პლასტიკის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.უწყების ცნობით, საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებს. სექტორისთვის მისაღები პირობებისა და გამოწვევების გასაანალიზებლად შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნივთს – ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, კოვზს, ჩანგალს, დანას, საწრუპს, თეფშსა და სასმლის მოსარევს – მოიხმარს, რაც 3,9–5,9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად.გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც  იწარმოება სხვადასხვა  დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში  ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ რძე  ლაბორატორიულად  მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების  ნარჩენების (ანტიბიოტიკების),  აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის  განსაზღვრა და სხვა.კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს,  არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი  ცხოველური  წარმოშობის  სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების  რისკი მაღალია.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ (50 გრამამდე) აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 3 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ბოლო სიახლეები