სამშაბათი, აგვისტო 4, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: “ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა ეს მანიაკი სააკაშვილი, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა.” –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას: ნურავის ექნება ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება – ყველა მკაცრად დაისჯება. ვიმეორებ, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია და დებატები. დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვალერი ზალუჟნი ​- ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ გავწევრიანდებოდით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში

ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავწევრიანდებით მასში, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ ნატო დღემდე მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზეა დაფუძნებული, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის.ზალუჟნიმ უარყოფითად შეაფასა ნატო-ს პოტენციალიც.„სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია, სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად“, – განაცხადა მან.ზალუჟნის განმარტებით, უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ნატო-ს ქვეყნებში არსებობს.უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, ზალუჟნის აზრით, ეფექტური არა ნატო, არამედ სხვა კავშირებია.ზალუჟნის აზრით, ეფექტური მექანიზმია ასევე უკრაინის წევრობა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) კოალიციაში.მისივე თქმით, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მართვის ორგანოები 2015 წლიდან ჩამოყალიბდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ სუსტია და არ შეესაბამება საჭირო დონეს.

სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - პროფესორ მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასპორტო საზოგადოებას.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალებით ქართულმა სასპორტო და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ დაკარგა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები ქართული სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს მიუძღვნა - ერთგულად ემსახურა ეროვნულ სპორტს და ღირსეული კვალი დატოვა საუნივერსიტეტო სივრცეში.მისი გამოცდილება, პროფესიული და ადამიანური ღირსებები, ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი იყო კოლეგებსა და სტუდენტებში, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალა იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული სასპორტო განათლების განვითარებისთვის.საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სასპორტო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ჰაკერული თავდასხმა ლიხტენშტაინზე: გაჟონილია 31 ათასი კომპანიის პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია

ჰაკერებმა გატეხეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად გამოიყენებოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან ან რა იყო მისი მიზანი. შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, ხოლო დაზიანებული სისტემა, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სრულად არის გათიშული.ლიხტენშტაინის სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. მისი მოსახლეობა 40 000-ს ოდნავ აღემატება. სამთავროში ყველაზე მომგებიან სექტორებად ფინანსური და საბანკო მომსახურება მიიჩნევა.ბრიჯიტ ჰაასი, ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრი: „გამოძიება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა, რათა მათ მონაცემთა დაცვის მაქსიმალურად მაღალი დონე ჰქონდეთ გარანტირებული“. ემანუელ შედლერი, სექტორ „მართლმსაჯულება და საზოგადოების“ მრჩეველი: „დაზიანებული სისტემა სრულად გაითიშა და ამჟამად გადის საფუძვლიან შემოწმებას, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პრევენციის მიზნით, ასევე გაითიშა მსგავსი ტექნიკური პარამეტრებით მომუშავე ორი სხვა სისტემაც“.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას

აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაელოდება ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას.„რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. აქედან გამომდინარე, საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, ეს მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – შოვის ტრაგედიიდან, რამაც მთლიანად ქვეყანა შეძრა, სამი წელიწადი გავიდა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები

სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები