პარასკევი, ივლისი 17, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი – მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია

მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს.

„ეუთო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია არის ჯო უილსონისა და სხვების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგი. ეს იმის შედეგია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები დემოკრატიულ პროცესს კი არ ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ნებისმიერი გზით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როცა საკუთარი მიზნების მიღწევა არ გამოსდით, შემდეგ იწყებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტის გამოყენებას ასეთი დამაზიანებელი, არაკორექტული, არაკანონიერი რეზოლუციებისა და განცხადებების მისაღებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, ჯო უილსონის ფიგურა და საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად გაშიფრულია.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტების დევალვაცია მიმდინარეობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი ეუთო იყო, რომლის დელეგაციამაც არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია არის ამ
ძალების ზეწოლის ქვეშ, თავისივე დასკვნის დაცვასაც ვერ ახერხებს და რაზეა ლაპარაკი? ასეთი ორგანიზაციის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოუდგენელია. ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების და დემოკრატიის დამცველი უნდა ყოფილიყო, ასეთი სახის რეზოლუციების მიღების შედეგად საფრთხის შემცველი გახდა, როცა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის დაცვის უნარიც კი დაკარგა. ბუნებრივია, ასეთი ყალბი დოკუმენტების მიღების პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდით და დელეგაციას სწორი პოზიცია ჰქონდა. ვინმემ საქართველოში დემოკრატია თუ დააზიანა, ეს პოლიტიკური ძალები არიან და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. იმის გამო, რომ დემოკრატიულ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, არჩევნების დისკრედიტაციის პოლიტიკას იწყებენ და მათი აქაური მარიონეტები უარს ამბობენ არჩევნების შედეგებზე, პოლიტიკურ პროცესზე, საპარლამენტო ცხოვრებაზე. არჩევენ, რომ ბრძოლის იარაღად რევოლუცია, შტურმი გახადონ. ბუნებრივია, ამას ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია მოჰყვება. ამ გაბრიყვებულ პოლიტიკოსებს და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილ ხალხს ისევ ესენი იყენებენ სპეკულაციებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია. მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ  ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას –  ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

44-დან 32 წლამდე: როგორია შრომითი სტაჟი ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში საშუალო შრომითი სტაჟის ხანგრძლივობამ 37,5 წელს მიაღწია, რაც წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (37,2 წელი) ცოტათი აღემატება. სამაგიეროდ, 2,3 წლით არის გაზრდილი ევროკავშირში შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა 2016 წლის შემდეგ. თუმცა, ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.ყველაზე ხანგრძლივი და მოკლე შრომითი სტაჟიევროკავშირის შვიდ ქვეყანაში საშუალო შრომითი სტაჟი 40 წელი ან უფრო მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:• ნიდერლანდები — 44,0 წელი; • შვედეთი — 43,4 წელი; • დანია — 42,6 წელი; • ესტონეთი — 41,5 წელი; • ირლანდია — 40,7 წელი; • გერმანია — 40,2 წელი; • ფინეთი — 40,1 წელი.შრომითი საქმიანობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობა კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:• რუმინეთი — 32,7 წელი; • იტალია — 33,0 წელი; • ბულგარეთი — 34,6 წელი.მონაცემები სქესის მიხედვითმამაკაცებიმამაკაცების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 39,5 წელია. • ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: ნიდერლანდები (45,9 წელი), შვედეთი და დანია (თითოეულში 44,5 წელი) და ირლანდია (43,4 წელი). • ყველაზე მოკლე სამუშაო სტაჟი: ბულგარეთი (35,9 წელი), რუმინეთი (36,0 წელი) და ხორვატია (36,3 წელი).ქალებიქალების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 35,4 წელია.• ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: შვედეთი (42,3 წელი), ნიდერლანდები (41,9 წელი) და ესტონეთი (41,8 წელი). • ყველაზე მოკლე შრომითი სტაჟი: იტალია (28,4 წელი), რუმინეთი (29,1 წელი) და საბერძნეთი (31,8 წელი).

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

ბოლო სიახლეები