პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს, ამის მიღწევა კი გენდერული კვოტირების გარეშე რთული იქნება.
ირაკლი კობახიძე პარლამენტში წარმოდგენილ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს.
კობახიძე აქვე დასძენს, საქართველოში ქალებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ მათი პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა გაიზარდოს.
“არსებობს რეალური დისბალანსი საზოგადოებაში არსებულ სურათსა და საპარლამენტო წარმომადგენლობას შორის.
რა თქმა უნდა კვოტირება ხელოვნური ჩარევაა, თუმცა ამის მიზანია ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფაა. ანუ ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისათვის, რომ ბუნებრივი ბალანსი ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტში.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა რესურსია საქართველოში ქალბატონებში. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ადამიანებს სამსახურებში იყვანენ კონკურსების საფუძველზე. შემიძლია გითხართ, ამ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზ უმეტესად აჰყავდათ ქალები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქალებში იმაზე მეტი პოტენციალია, ვიდრე ჩვენ ვიყენებთ საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ექვემდებარება ცვლილებას. გენდერული კვოტირება უზრუნველყოფს ამ ცვილებას პარლამენტში.
მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს არა მარტო უფრო მაღალ ჩართულობას, არამედ ეს ნიშავს უფრო ძლიერ პარლამენტს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გენდერული კვოტირების საფუძველზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში სულ მცირე 25%-მდე უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა, იმის მომდევნო არჩევნებისთვის კი ეს მაჩვენებელი 33%-მდე უნდა გაიზარდოს.
“მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, დემოკრატიულ სისტემას, უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი საკანონდმებლო ორგანოში”, – განაცხადა ირაკლი კბახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ გენდერული ვკოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.