ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამას არც მალავენ

დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამას არც მალავენ. ჩასული იყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და პირდაპირ აწარმოებდნენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არა ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათავლისწინებით, არამედ უცხო ინტერესებით მოქმედებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ჩართულობის ხარისხზე და განმარტა, რომ თუ გადავხედავთ, რამდენი პუნქტის შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა ხელისუფლების ოპონენტებმა, ნათლად გამოჩნდება, ვინ რა ინტერესით მოქმედებს.

„12 პუნქტში მონაწილეობას რაც შეეხება, შეგვიძლია ამოვიღოთ თითოეული კანონპროექტი, თითეოული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 12 პუნქტიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა და ვნახოთ, რომელი პარტია რამდენი გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული, მით უმეტეს, იმის გადაწყვეტილებით, რომ თითოეულ პუნქტთან მიმართებით, არსებითი ცვლილებები განხორციელდა ნებისმიერ სფეროში სადაც დავამტკიცეთ კონკრეტული რეფორმები – ეს იქნება საარჩევნო რეფორმა, რეგლამენტის რეფორმა, გენდერული თანასწორობა თუ სხვა უმარავი საკითხი. ყველა სფეროში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები და რამდენ პუნქტში მიიღო მონაწილეობა რადიკალურმა ოპოზიციამ, შეგვიძლია ამოვიღოთ შესაბამისი ამონაწერები და ძალიან კარგად ვნახავთ, ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არ უნდა, ვინ მონაწილეობს ამაში და ვინ არ მონაწილეობს და საბოლოო ჯამში, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი

აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.„ქართულ სასამართლოს არა მარტო სტრასბურგით, მაღალი დონის კვლევებით აქვს დადასტურებული, რომ არის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მოწინავეთა შორის. აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი. ასევე აშშ-ი ეძიებს მოკავშირეს ევროკავშირში და საფრანგეთი - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, საკმაოდ სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის ძალების გაერთიანებაა საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რა არ უნდა გააკეთო ძველით ახალ წელს – ხალხური რწმენები

ძველით ახალი წელი საქართველოში სიმშვიდის, დაკვირვებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ხალხური რწმენით, ამ დღეს არსებობდა ქცევები, რომელთა თავიდან აცილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.არ იჩხუბო და არ გაარკვიო ურთიერთობები ხმაურით სჯეროდათ, რომ ძველით ახალ წელს დაწყებული კონფლიქტი მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებოდა ადამიანს.არ გაატარო დღე ცარიელი სუფრით ცარიელი მაგიდა სიღარიბესა და დეფიციტს უკავშირდებოდა. თუნდაც მცირე პური ან ტკბილეული საკმარისად მიიჩნეოდა.არ გაასესხო ფული ხალხური რწმენით, ძველით ახალ წელს ფულის გატანა სახლიდან ფინანსურ დანაკარგს ნიშნავდა.არ დატოვო სახლი მოუწესრიგებელი ითვლებოდა, რომ არეულობა ახალ წელს პრობლემებს „მოიწვევდა“. მცირე დალაგებაც საკმარისი იყო.არ ჩაიფიქრო ბოროტი ან ნეგატიური სურვილები ამ ღამეს ფიქრებს განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდა და ცუდი სურვილი უკან ბრუნდებოდა.დღეს ეს რწმენები უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა ბევრისთვის ძველით ახალი წელი კვლავ რჩება მშვიდი განწყობისა და კეთილი ფიქრების დღედ.

ტაილანდში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

რა ვითარებაა გზებზე – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიასაავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ბოლო სიახლეები