ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

ირაკლი კობახიძე – არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც სრულიად საქართველოს დააკლდა

არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც არა მარტო თავის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს დააკლდა,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ტატუნაშვილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ტატუნაშვილი ქვეყნის ღირსებას არაერთ ფრონტზე იცავდა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილ ტატუნაშვილი იცავდა საქართველოს ღირსებას სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ავღანეთში, მათ შორის ერაყში და ის იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა არა მარტო მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი მისი ოჯახის და სრულიად საქართველოს მიმართ“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომა, რომელზეც ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია უნდა მიიღონ, წუთიერი დუმილით დაიწყო.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი“ – იაგო ხვიჩია

"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდეს და ღიად თქვას, რომ შეცდომა იყო, ხალხო, რომ მოგიწოდებდით არჩევნებში არ მონაწილეობისკენ და ბოიკოტისკენ. აბა, მოდით დავდგეთ ერთად, მოდით წარმოვადგინოთ ქვეყანას როგორი მომავალი გვინდა," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ორწლიანი დაგვიანებით ამბობენ იმას, რასაც თავად და მისი თანაგუნდელები იძახდნენ." მაქვს, ოღონდ ძალიან დიდი დაგვიანებით. აი, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ორწლიანი დაგვიანებით ხდება ყველაფერი "ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. იმიტომ რომ, მე ასე დავაკვირდი - ჩვენ რაღაცას ვამბობდით, აი, მაგალითად, მთელი ქვეყანა რომ იძახდა, მიხეილ სააკაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეთო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხო, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა მოჰბეზრდათ სხვადასხვა საავადმყოფოებში სიარული, მერე დაიწყეს ამ ნარატივის გავრცელება.ჩვეულებრივად მიგვაჩნია, რომ ბუნებრივი ამბავია, სამწუხაროდ, რომ "ნაცმოძრაობა" იმდენად იგვიანებს, რომ მერე ისინი იტყვიან თუ არა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს

შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.“მიდიხარ სადღაც, საიდანაც ფული მოგივიდა, ინსტრუქცია მოგივიდა, დაგიწერეს სცენარი და ამბობ, რომ ვერ ვახორციელებ სცენარს. არჩევნების წინ მხოლოდ USAID-ის ხაზით 41 მლნ დახარჯეს, გამოქვეყნდა ეს. ვიღაცა პასუხს გთხოვს. „იმედია“ აქ, რომელსაც უსმენენ, იქ სხვანაირად არის, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროპაგანდა, რომელიც არც კი უშვებს სხვა აზრს, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ მოისმინოს, ახლა კიდევ „ლელომ“ დანიშნა ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც თურქეთის კლინიკაში გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის პირველი ეტაპისთვის 70 000 დოლარია საჭირო, რისი დაფარვის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.„მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ დღეს თქვენი დახმარება მჭირდება… ჩემი ძმისშვილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საჭიროებს თურქეთის კლინიკაში. მას დაუდასტურდა მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია, ინფექციამ დააზიანა ფილტვის ქსოვილი, ასევე ბრონხები, საგრძნობლად გაზრდილია ლიმფური ჯირკვლები და ბევრი არასასურველი ცვლილებებია ორგანიზმში, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და შემდგომ ლაბორატორიულ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ბიოფსიას და ბიოქიმიას.მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ძალიან სოლიდურია, პირველი ეტაპისთვის 70000 დოლარი ჯდება, რასაც ჩვენი ოჯახი ვერ შესწვდება… როგორც ოჯახის წევრი, ყველაზე მეტად ის მაფრთხობს, რომ ფინანსური შესაძლებლობების გამო ბავშვს საჭირო მკურნალობა არ შეეზღუდოს. ამიტომ გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა.ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი - შესაძლოა, თქვენმა ერთმა გაზიარებამ ის ადამიანი მიიყვანოს ჩვენამდე, ვისაც დახმარება შეუძლია.ყველა შემოსული თანხა მოხმარდება მის მკურნალობასა და საჭირო სამედიცინო ხარჯებს. გთხოვთ, არ დაგვტოვოთ მარტო ამ რთულ გზაზე.თქვენი დახმარება ჩვენთვის მხოლოდ თანხა არ არის - ეს არის იმედი, რომ ბავშვს საჭირო მკურნალობისთვის ბრძოლაში გვერდით ადამიანები ეყოლება.დახმარების დეტალები:ანგარიშის ნომრები:  საქართველოს ბანკი #GE69BG0000000100954743 მიმღები: დედა ია ბურჭულაძეთიბისი ბანკი GE13TB7840545063300003მიმღები: დედა ია ბურჭულაძე.წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.  

სასტიკი მკვლელობა ყვარელში – მოკლულია 85 წლის ქალი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.

ბოლო სიახლეები