სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით არჩევას ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში.

მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას სამას სამოცდაოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს, ქვეყანამ ასევე დაასახელა იმ ბრიტანელი პირების ვინაობა, რომლებსაც ისრაელში შესვლა აეკრძალათ

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ავრცელებს.ისრაელის საგარეო უწყებამ, ასევე, თემთა პალატის 11 დეპუტატსა და ერთ ადვოკატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. The Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის საპასუხოდ იქნა მიღებული.მედიის ინფორმაციით, ისრაელში შესვლას „მწვანეთა პარტიის“ ხუთი, მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ოთხი და „შენი პარტიის“ ორი დეპუტატი ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ადვოკატ ფაჰად ანსარის.გამოცემის ცნობით, ის დიდი ბრიტანეთის სასამართლოში “ჰამასის” პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდა.როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრძალვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლას ის პირები ვეღარ შეძლებენ, ვინც „ანტისემიტურ და ისრაელის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ასევე ისინი, ვინც უარყოფენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას“.ცნობისთვის, საელჩოს დახურვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, ხოლო ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად

მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას, უკრაინის Patriot -ის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.“ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესთან ერთად, მივესალმები წევრი ქვეყნების შეთანხმებას უკრაინისთვის გამონაკლისზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე.შემდეგი 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფა უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. ეს თანხა დაემატება “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” ფარგლებში უკვე გამოყოფილ 8.4 მილიარდ ევროს, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ატყუებდა, თითქოს ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა და 11 დაზარალებულისგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს დაეუფლა, რამაც დიდი ოდენობით 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა- ლექსო თამაზაშვილი-მოვა დრო, თანხის შესახებ საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში თენგიზ შარმანშვილს პასუხობს. როგორც ის წერს, მოვა დრო და თანხების შესახებ სიმართლეს გაიგებს საზოგადოება.,,თენგიზ შარმაზაშვილს უთქვამს, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა დანა ზურგშიო... ეს დღეებია ვაკვირდები და სადაც კამერას დაინახავს, მიირბენს და იგესლება... თან ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს. ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს - არსებობს ჩხრეკის ოქმი, სადაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი ნახსენები არ არის! თანხას რაც შეეხება, მოვა მაგის დროც, როცა საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს... დავუბრუნდეთ ბატონ თენგიზს და მის მიერ ზურგში დანის ჩარტყმის ხსენებას - ესე იგი, ირაკლიმ თავად ჩაირტყა დანა ზურგშიო... ბატონო თენგიზ, როცა მონაწილეობ ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, დამხობის შემდეგ მუშაობ შევარდნაძის ვერტიკალში, შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ მხარდამჭერი ხდები და სააკაშვილს უწერ ისეთ კონსტიტუციას, რომლითაც, ფაქტობრივად, უვადოსა და ხელშეუხებელს ხდი მის მმართველობას... რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება - თქვენი დაწერილი კონსტიტუციით სააკაშვილი საქართველოს სამუდამო მმართველად გვევლინებოდა! გავაგრძელოთ: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დამარცხდა და თქვენც მოგიწიათ კედელზე ჩამოკიდებული მისი სურათის ნაგვის ყუთში მოსროლა, ძველი პუტჩისტი მეგობრების წყალობით გამონახეთ გზა და მოხვდით „ქართულ ოცნებაში“... ეჭვი არ მეპარება, მერეც სადღაც მოხვდებით. აი, ამ გზის გამვლელი კაცი გამოდის და ზურგში დანის ჩარტყმაზე ქილიკობს... ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს ზურგში დანის ჩარტყმა. ქართველმა ხალხმა იცის, რა ეწოდება თქვენ მიერ გავლილ გზას!''- წერს თამაზაშვილი.

ირაკლი კობახიძე – წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ახალი ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა და ძალიან ბევრი მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან სკოლის მოსწავლეები.„უახლოეს მომავალში დასრულდება ეს პროგრამა და მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება, მათ შორის, ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი ეს სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. ასევე, 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი. ჯამურად, სტემ კლუბები იქნება 500 სკოლაში წარმოდგენილი. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა. არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და ეს სწავლება განახლებული თანამედოვე რესურსებით განხორციელდება. ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები – ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები