პარასკევი, ივნისი 26, 2026

ილია სულამანიძემ იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე ილია სულამანიძემ (100კგ) გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ილია სულამანიძის მომდევნო მეტოქე ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ აარონ ვოლფსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკას შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას, მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა."კურიერის" მოპოვებული ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია. ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. გასულ წელს ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს.სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საქმის დეტალებზე ბრალდებულების ინტერესების დამცველი საუბრობს."გამოძიება ედავება 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას - ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩვენ, ამ ეტაპზე, რისი განხილვაც იყო და რა პროცესიც შედგა, ამომწურავად გავეცით პასუხი, თუმცა მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სათანადოდ წარვდექით სასამართლოს წინაშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა," - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.საქმის პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რატომ შეეფარდათ პატიმრობა საქმეში ფიგურანტ სხვა პირებს. "სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე - პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად, თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული," - განაცხადა პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.

გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია

საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია.„ძალიან ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა, რომელიც ადრე დაფარული და საკამათო იყო. სად დგას საქართველო? - საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც (არამარტო კანდიდატ ქვეყნებზე). ჩვენ გზისთვის არ გადაგვიხვევია და საგარეო პოლიტიკის ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელზედაც საუბარი ენება დღეს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ვოლსკიმ.პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრი კარლოს ალვარადო ავრცელებს.მისივე თქმით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ია, 200-ზე მეტი ადამიანი კი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.სტიქიურმა უბედურებამ, სულ მცირე, 3 000 სახლი გაანადგურა.ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი. ბოლო ინფორმაციით დაკარგულად ითვლება 40 000-მდე ადამიანი.ვენესუელაში ორი ძლიერი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვილის დედა ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბავშვი უკვე 3.200 კილოგრამს იწონის, ანალიზები კარგია, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ნაწლავის სიგრძე 55 სანტიმეტრს აღწევს,- ამის შესახებ დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში წერს.„გაბრიელი უკვე 3.200 კილოგრამია. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში… ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია... როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი… რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო... ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება, ხომ?  ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, ის 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია.რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა, ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი, დრო არ იცდიდა... და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“ - წერს თაკო ბარბაქაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები