პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026

ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში წირვას ატარებს

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობას აღნიშნავს. ლიტურგია დილიდან აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში, წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

ბზობა მოძრავი დღესასწაულია რომელიც ყოველთვის აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება და იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტეს შესვლის უკავშირდება.

საპატრიაქრქო მრევლს ურჩევს დღესასწაულს ქოთნის ბზით შეხვდნენ და კოლხური ბზის გაზრდა ტრადიციად დაამკვიდრონ, რითიც წითელ წიგნში შეტანილი მცენარის გადარჩენას ხელს შეუწყობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოფიო ხორგუანი – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“ – ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას...

პატარა ბიჭები ძალიან გაერთნენ თავიანთ არასერიოზულ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე მიიყვანეს საქმე - „ბატონო ბიძინა, მიშველე, მომხედე“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც 17 ოქტომბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომას ეხმაურება, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი „გუნდის დაშოშმინებას“ შეეცდება.„კირცხალიას არ აღიარებენ უმრავლესობის ლიდერად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შეეცდება დააშოშმინოს გუნდი. გუნდში რომ ერთგვაროვნება არ არის, ეს ეტყობა ყველაფერს. ვარაუდებს კი არ ვლაპარაკობ, ეს ეტყობა ყველაფერს, დაპირისპირება გარეთაა გამოსული. კიდევ რომელი 1-ელი ოქტომბერი გახსენდებათ, მოლოცვის გარეშე რომ დაგვტოვეს? პარტიას რომ ზარ-ზეიმით არ მოელოცა, დითირამბებით საკუთარი თავი არ შეემკო, ასეთი რამე გახსენდებათ? როგორ ფიქრობთ, რატომ არ გახსენდებათ? როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნე პარტია „გახარია საქართველოსთვისაა“.ხორგუანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ დასავლეთის წინაშე.„ჩვენს გამო ხდება ეს ყველაფერი. შარშან შეიტანეს ეს სარჩელი, 28 თუ 29 ოქტომბერს, ჩვენ რომ შევედით პარლამენტში, იმ დღეს შეიტანეს. ერთი წლის განმავლობაში არავის არ გახსენებია, არცერთ „ოცნების“ მოლაპარაკე თავს არ გახსენებია. თუ ერთი წლის განმავლობაში ეს სარჩელი იქ არის, რატომ არავის გაახსენდა, რატომ არ გვაქვს შედეგი, „ოცნების“ რომელიმე ლიდერისგან ამ თემაზე საუბარი გახსოვთ? ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაგვამატეს და კი არ აითვალეს, ერთი წელი და ცხრა თვე, ახლა უცბად უნდა ჩავნიშნოთ სხდომებიო.შიგნით ამას გაყიდიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხე, ხოლო გარეთ ყველას ეუბნება, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, აი, საპარლამენტო პარტიას ვაუქმებ. თუ გინდათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ეს ფეხების ბაკუნს ჰგავს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

რომის პაპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.აღინიშნება, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს რომის პაპმა გამოთქვა „მისი ღრმა წუხილი ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე“ და რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.„საუბრის დროს, წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.საბოლოოდ, წმინდა მამამ ხელახლა დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვები პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, ოლეშკიში რუსული ბლოკადის პირობებში 6 ათასი ადამიანი იმყოფება.

ზურაბ ჯაფარიძე – რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში. ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.როგორც ჯაფარიძე წერს, მნიშვნელოვანია სურათის სწორად დანახვა, რათა მცდარი მოლოდინები არ შეიქმნას და ასევე მნიშვნელოვანია ბრძოლის ყველგან და ყველა ფორმით გაგრძელება, სადაც ეს იქნება შესაძლებელი.„მცდარი შეფასებები და მცდარი მოლოდინები სახიფათოა. „პარტიების აკრძალვა” - მცდარი შეფასებაა, რომელიც მცდარ მოლოდინებს აჩენს. თუ ერთობლიობაში შეხედავთ საკონსტიტუციოში გაგზავნილ სარჩელს, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებსა და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს. შედეგი იქნება შემდეგი:2024 წლის „არჩევნებში” მონაწილე (გამარჯვებული) ოთხივე კოალიციის/პარტიის ლიდერებიდან ყველა იქნება ციხეში ან საზღვარგარეთ;იგივე ოთხი კოალიციის/პარტიის სიებში მყოფებს, ყველას, 600 ადამიანს, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა + „ფედერალისტებსაც“;უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორში მომუშავეთ, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია უცხოური ორგანიზაციისგან გრანტი/ხელფასი, ასევე, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა (არ ვიცი რამდენი ათასეული თუ ათეულ ათასეულია ამ ჯგუფში);თუ ვინმე ეცდება გააკეთოს ახალი პარტია, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი მოხვდება იმ 600-იდან ან ამ ათასეულებიდან (თუ ათობით ათასეულებიდან), ეგ პარტიაც აიკრძალება;ზოგადად, თუ რეალური საფრთხე გახდი ივანიშვილის ოჯახური კლანისთვის - აიკრძალები და/ან გისოსებს მიღმა აღმოჩნდები;ეს ყველაფერი ასე ექსპლიციტურად არ წერია; ვიღაცებზე, ვინც თავს დაუხრის და/ან დემოკრატიის სურათის დახატვაში დაეხმარება, შეიძლება გამონაკლისებიც დაუშვას, მაგრამ ერთობლიობაში ამ სურათისკენ მიდის ივანიშვილი/მიდიან რუსები.ასე რომ, რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში.ამ სურათის დანახვა მნიშვნელოვანია.ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ.თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელი, რომელსაც ექნება საკმარისი ქარიზმა, გამბედაობა, პოლიტიკური კაპიტალი და ხალხის ურყევი ნდობა და რომელიც განგმირავს გველეშაპს, საიდან უნდა გამოჩნდეს თუ ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ცხოვრებაში არაფრით დაინტერესებულა, არაფრით შეწუხებულა და არაფერი უკეთებია, მე არ ვიცი (მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ ლოდინი, ვინც აქ იპოვეთ თავშესაფარი)ამის შეჩერება და ბოროტი სისტემის ჩამოშლა შესაძლებელიაამისთვის საჭიროა რომ:სურათი სწორად დავინახოთ და მცდარი მოლოდინები არ გვქონდეს;გოდებას შევეშვათ (ამაზე გაცილებით უარესები გადაუტანია ხალხს და ამათზე გაცილებით ძლიერები დაუმარცხებიათ);გავაგრძელოთ ბრძოლა ყველგან, სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან”, - წერს ჯაფარიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პატრიარქს – ცნებების აღრევა და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერ ცვლის

ცნებების აღრევა და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერანაირად ვერ ცვლის, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიერ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გაკეთებულ განცხადებას.„განცხადებები „უძველეს ისტორიულ მიწებზე“ და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს „შეუერთდეს“, რაც რწმენისა და ძმობის შესახებ ჩვეული მსჯელობით არის შეფუთული, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც აგრძელებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით - „ცხინვალის რეგიონით“ მოიხსენიებენ“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.მათი მტკიცებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტებში სამხრეთ ოსეთი თავისი “ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული”, რასაც უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსებიც აწერენ ხელს.„თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში საქართველოს ე.წ. უძველესი ისტორიული მიწების შესახებ ცალკე უნდა განვიხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.ე.წ. უწყების მტკიცებით, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ტანჯვის ხსენების გარეშე და ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის“ იმედი გამოთქვა”.„სამხრეთ ოსეთში კარგად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ასეთი „კეთილი განზრახვები“ ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა.„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული”, - აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბოლო სიახლეები