პარასკევი, აპრილი 25, 2025

ილია ელოშვილი – „სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია

„სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილ გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია, გვინდა, ვიყოთ სამართლიანი და კიდევ ვითანამშრომლოთ მათთან,  – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა,

“არ გვინდა, გაწეული შრომა წყალში გადაიყაროს. გვინდა, ვიყოთ ძალიან სამართლიანები და კიდევ ვითანამშრომლოთ მათთან. ორი თვე არ არის ისეთი ვადა, რომ ქალაქმა ვერ მოითმინოს. მიგვაჩნია, რომ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ორთვიანი ძალიან ინტენსიური მუშაობის პირობებში დავაფიქსირეთ, შესაძლებელია”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, ხარვეზების აღმოფხვრისთვის “სითი ინსტიტუტისთვის” ხარვეზების გასასწორებლად პირველ ივნისამდე მიცემული ვადა  საბოლოოა.

„ხარვეზებთან მიმართებაში ძირითადად სამი მიმართულებაზეა საუბარი – პირველი, ეს არის ამ დოკუმენტის ქმედითობა სამართლებრივ ჭრილში. როგორ უმდა მოხდეს არსებული დოკუმენტიდან ახალ გენერალურ გეგმაზე გადასვლა ისე, რომ არ შეილახოს კერძო მესაკუთრეთა უფლებები. იყოს გააზრებული და არ იყოს მერიისთვის რისკების შემცველი. ამას სჭირდება იურიდიული და ეკონომიკური კუთხით განხილვა. მეორე მიმართულება არის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა მათ მიერ წარმოდგენილ  რუკებში. ესეც გასწორებადია. მესამეა გეგმის განხორციელები ეტაპები, რომელიც ძირითად ხარვეზად დავასახელეთ. ამ ეტაპების სწორად გადალაგება და შეჯერება უნდა მოხდეს ისე, რომ საშუალება გვქონდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორად დავინახოთ ქალაქის განვითარება. პირველი იქნება ჩვენს მიერ მიცემული ბოლო ვადა. თუ არ გასწორდება, პასუხი მარტივი იქნება”,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

დღეს  თბილისის მერმა კახა კალაძემ, „სითი ინსტიტუტს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის ვადა პირველ ივნისამდე მისცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ, შეჩერდი! – ტრამპმა კიევზე რუსეთის საჰაერო იერიში დაგმო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის გამო თავის სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა.„კიევზე რუსეთის თავდასხმით კმაყოფილი არ ვარ. ეს არ არის საჭირო და ეს ძალიან ცუდ დროს მოხდა. ვლადიმერ, შეჩერდი! ერთ კვირაში 5000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, სამშვიდობო შეთანხმება დავდოთ!“, - დაწერა ტრამპმა.ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას რუსეთმა მასირებული შეტევა განახორციელა კიევზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-მდე მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მარკ რუტე – უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„მე მასთან ვმუშაობდი ოთხი წლის განმავლობაში 2010-დან 2014 წლამდე და შევწყვიტე მისი აზრების წაკითხვის მცდელობა. ვნახოთ. ვფიქრობ, უკრაინელები ნამდვილად თანამშრომლობენ და ჩემი აზრით, ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მხარესაა“,- განაცხადა რუტემ.მისივე თქმით, „ძალიან კარგი“ შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტრამპთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, საუბრის ძირითადი თემა კი ნატო-ს მომავალი სამიტი იყო.„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რუბიოსთან, ჰეგსეტთან და მაიკ უოლცთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, მაგრამ შეხვედრის მთავარი საკითხი ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი იყო. ჩვენ ყველანი ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ვხედავთ ნატო-ს, რომელიც თავდაცვაზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ეს აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ“,- განაცხადა რუტემ.

ფულის წვიმა დუბაიში: რატომ ყრიან შეიხები ოქროსა და დოლარებს ვერტმფრენებიდან

დუბაიში განსაკუთრებული წვიმაა - არა წყლის, არამედ ბანკნოტებისა და ოქროს ზოდების. არდადეგების დროს შეიხებს შეუძლიათ ნამდვილი შოუ მოაწყონ, ვერტმფრენებიდან ფულის პირდაპირ ქუჩებში გადაყრით. წარმოიდგინე ციდან ჩამოვარდნილი ფული და შეგიძლია აიღო. ერთმა ასეთმა რეისმა 1,5 მილიონი დოლარი „დათესა“ ქალაქის ქუჩებში. მაგრამ რატომ აკეთებენ ისინი ამას და რა დგას სინამდვილეში ამ ბრწყინვალე ჟესტების მიღმა: სიგიჟე, კეთილშობილებისა და სიმდიდრის დემონსტრირება, საგულდაგულოდ გააზრებული ტრადიცია თუ სხვა?არაბულ კულტურაში დემონსტრაციული კეთილშობილება მმართველის იმიჯის ნაწილია. ლიდერს გულუხვად უწევს გაზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატივს არ სცემენ. დღეს შეიხები აგრძელებენ ამ ტრადიციას, მაგრამ 21-ე საუკუნის სულისკვეთებით: ბანკნოტების ფეიერვერკი, საჩუქრად ლამბორგინი და „ოქროს“ შხაპი არა მხოლოდ სიმდიდრის, არამედ გავლენის სიმბოლოდ იქცა. 2020 წელს  "წვიმა" მოიცავდა არა მხოლოდ ბანკნოტებს, არამედ მინი ოქროს ზოდებს, რომელთა წონა 100 გ-მდე იყო.ასეთი „პიარი“ მძლავრად მუშაობს: ციდან ჩამოცვენილი ფულის ვიდეოები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შეიძლება მას შოუ უწოდოს, იმირატების ხალხისთვის ეს არის კურთხევა და ხალხის ღვაწლის აღიარება.ინსტაგრამისა და TikTok-ის ეპოქაში ფულის გამომუშავება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჟესტი. სწორედ ვირუსული კონტენტი აქცევს ქვეყანას აღტაცებისა და შურის ობიექტად. მილიონობით ნახვა და ათასობით რეპოსტი შოუს რბილი ძალის საინფორმაციო თავდასხმად აქცევს: იმირატები ხდება ფუფუნებისა და ოცნებების სიმბოლო, თუმცა მიუღწეველი.საინტერესოა, რომ ციდან ფულის წვიმის იდეა ახალი არ არის. 1940-იან წლებში აშშ ატარებდა „ფულის ლატარიას“ საჰაერო ბუშტებიდან, ფილიპინებში კი მსგავს ღონისძიებებს ადგილობრივი მდიდრები არჩევნების წინ ატარებენ. მაგრამ მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ეს ამაღლებულია ფუფუნების ხელოვნებამდე.რას ნიშნავს ფულის წვიმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის?ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებები სოციალური გადანაწილების თანამედროვე ფორმაა, მაგრამ გადასახადების გარეშე. პროგრესული მასშტაბის ან სოციალური პროგრამების დანერგვის ნაცვლად, მდიდარი შეიხები ზოგჯერ უბრალოდ ანაწილებენ ფულს პირდაპირ - ეფექტურად, ერთჯერად, მაგრამ გულუხვად. იმირატებში თითქმის არ არის უსახლკარო ადამიანი და მილიარდერების წილი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. შესაძლოა, „ფულის წვიმა“ ნავთობის, ინვესტიციებისა და ტურისტული ოცნების მიერ შექმნილი სიმდიდრის აისბერგის მხოლოდ თვალწარმტაცი წვერია.

🎥ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. 60 კგ. წონით კატეგორიაში, კრისტალბეთის ამბასადორმა, გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო.ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა.„პრაიმტაიმის“ ყურადღება ჩემპიონობის აღნიშვნის ჟესტმა მიიქცია, მან თითებით ლათინური A გამოსახა.აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული მომღერალი ანანო სამხარაძეა და სწორედ მას მიუძღვნა გამარჯვება.„გამარჯვების შემდეგ, ის ინიციალი ჩემს შეყვარებულს ეძღვნება. ყოველთვის გვერდით მიდგას. ძალიან, ძალიან გახარებული იყო, ტიროდა. დიდ ემოციებში იყო,“ - თქვა ძიუდოში ევროპის ჩემპიონმა CrystalSport-თან.

Reuters – ისრაელის დაბომბვას ღაზაში მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.მათი ცნობით, ისრაელმა საავიაციო დარტყმა განახორციელა ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ადგილობრივი ექიმების ცნობით, პოლიციის განყოფილებას, რომელიც ბაზრობასთან მდებარეობდა, ისრაელის ორი რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა, ხოლო 10 დაიღუპა.ისრაელის სამხედროების თქმით, მათ ჰამასისა და “ისლამისტური ჯიჰადის” ჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს, რომელსაც ისინი ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ.ჯანდაცვის სექტორის პალესტინელი წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის მიერ სექტორის გარშემო ისრაელის საჰაერო დარტყმებს კიდევ 34 ადამიანი შეეწირა, რის შედეგადაც ხუთშაბათს, 24 აპრილს, გარდაცვლილთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

ბოლო სიახლეები